სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარულ კლინიკაში ვადაგასული პრეპარატი გამოავლინა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარულ კლინიკაში ვადაგასული პრეპარატი გამოავლინა

შინაურ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ვეტერინარული კლინიკების კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ინდივიდუალური მეწარმე ზ. გ. -ის (მისამართი: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის ქუჩა N22) კუთვნილ ვეტერინარულ კლინიკაში „ოთხი თათი“. სახელმწიფო კონტროლის დროს ობიექტში აღმოჩნდა ვადაგასული ვეტერინარული პრეპარატი. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტკლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 1501.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარულ კლინიკაში ვადაგასული პრეპარატი გამოავლინა. 20 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სურსათის-ეროვნულმა-სააგ-27/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi