„სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. მეწყერის ვერსია გამორიცხულია, ჭაც შემოწმდა“ –ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
დაკარგული ბიჭის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოების შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს.

„სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. მეწყერის ვერსია გამორიცხულია.
შსს-მ რამდენიმე დღეში გააკეთა იმდენი, რამდენიც 12 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა.
გამოძიება გრძელდება სხვა ვერსიების გადასამოწმებლად!
P.S. ჭაც შემოწმდა.“ – წერს ტარიელ კაკაბაძე

მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო ღონისძიებები უწყევტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელმა – პოლიციამ, ექსპერტ-კრიმინალისტებმა და მეხანძრე მაშველებმა შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით შეამოწმეს ტერიტორია. უწყვეტ სამძებრო სამუშაოებს ესწრებოდა დაკარგულის დედაც.

ცნობისთვის, 10 აგვისტოს, შსს-მ ვრცელი განცხადება გაავრცელა 2014 წელს დუშეთში, ლომისობის დღეს გაუჩინარებული ახალგაზრდის, გურამ დადიანიძის საქმეზე. უწყების განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. მეწყერის ვერსია გამორიცხულია, ჭაც შემოწმდა“ –ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე. 13 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სამძებრო-სამუშაოები-დას/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi