სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებალევან მეხუზლა: „ვენახის გაშენების მსურველებს არ ექნებათ ვაზის ნერგების შერჩევის პრობლემა -...

ლევან მეხუზლა: „ვენახის გაშენების მსურველებს არ ექნებათ ვაზის ნერგების შერჩევის პრობლემა – ღვინის ხარისხის გაუმჯობესების რეფორმა აზღვევს როგორც ინვესტორს, ისე მომხმარებელს“

მეღვინეობის დარგში შემოღებული ყველა რეგულაცია ემსახურება ხარისხის გაუმჯობესებას. რეფორმა აზღვევს როგორც ინვესტორს, ისე მომხმარებელს, იმ ობიექტური პირობების გათვალიწინებით, როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე იკლო ღვინის მოხმარებამ და გაზდრილია კონკურენცია, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

„ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებებით, 2026 წლის 1 მაისიდან, სამეწარმეო ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობის საფუძველზე.

ლევან მეხუზლას განცხადებით, შეთანხმების მიღება მარტივია და ეხება მხოლოდ იმ მევენახეს, რომელიც გეგმავს ვენახი გააშენოს მიმდინარე წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში.

„შეთანხმების მისაღებად საჭიროა ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზები. საქართველოში არსებობს ლაბორატორიები, რომლებიც ნიადაგის ანალიზებს ძალიან წარმატებით და ეფექტიანად აკეთებენ და არიან აკრედიტებული ამ სფეროში. ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ნიადაგის წყლის დგომა არ იყოს მეტრზე ნაკლები, რაც არის სრულიად სამართლიანი, რადგან წყლიან ნიადაგზე გაშენებული ვენახი იძლევა უხარისხო ყურძენს. შეთანხმების მისაღებად განაცხადის წარმოსადგენის დროს, ასევე აუცილებელია ნაკვეთის ფლობის დამდასტურებელი დოკუმენტაცია“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

მისი თქმით, ვენახის გაშენების მსურველებს არ ექნებათ ვაზის ნერგების შერჩევის პრობლემა.

„კანონით აკრძალულია მხოლოდ ჰიბრიდული ჯიშების გაშენება და სხვა ჯიშებზე არ იქნება შეზღუდვა. ჩვენ რთველის მანძილზე ურთიერთობა გვაქვს 20 ათასამდე მევენახესთან და პრაქტიკაში გვხდება შეცდომები, როდესაც ვენახი გაშენებული ჭალაში, ან ზღვის დონიდან მაღალ სიმაღლეზე, რაც ემსახურება რაოდენობის ზრდას და არა ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენი მიზანია, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება და ქართული ღვინის პოზიციონერების გაუმჯობესება გლობალურ ბაზარზე“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

მისი თქმით, სააგენტო უფლებამოსილია სამეწარმეო ვენახის გაშენების თაობაზე არ გასცეს თანხმობა, თუ განმცხადებელი ვერ წარადგენს სამეწარმეო ვენახის გაშენების წესით განსაზღვრულ სრულ დოკუმენტაციას ან წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება ამ წესის დადგენილ მოთხოვნებს.

  „ნიუ იორკში „ტიკ-ტოკიდან“ მცნობდნენ, იმას მოვენატრე, რომ არ ჩამოხვიდე მოვკვდებიო და ჩამოვედი“ - გია სურამელაშვილი სამშობლოში დაბრუნდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.