სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
კომისიის შემადგენლობაში იქნებიან:
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი – ირაკლი ჩიქოვანი;
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – მაკა ბოჭორიშვილი;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – გელა გელაძე;
საქართველოს კულტურის მინისტრი – თინათინ რუხაძე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – მარიამ ქვრივიშვილი;
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი – კახაბერ გულედანი;
საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – მამუკა მდინარაძე;
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – ლევან ჟორჟოლიანი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი – ანზორ ჩუბინიძე.
ასევე, სახელმწიფო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვათ: საქართველოს პრეზიდენტს – მიხეილ ყაველაშვილს; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს – შალვა პაპუაშვილს; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს – კახა კალაძეს და საქართველოს საპატრიარქოს სამ წარმომადგენელს.
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს.
ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების ტაძარში სამგლოვიარო მსვლელობით გადაასვენეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით კომისია შეიქმნა, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. 18 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/პატრიარქის-დაკრძალვასთა/
