სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებადავით სონღულაშვილი: ხარისხიანი ღვინო იწყება ხარისხიანი ვენახიდან. ხარისხიანი ვენახი კი შეუძლებელია შესაბამისი...

დავით სონღულაშვილი: ხარისხიანი ღვინო იწყება ხარისხიანი ვენახიდან. ხარისხიანი ვენახი კი შეუძლებელია შესაბამისი ადგილის, ნიადაგის ანალიზის და სერტიფიცირებული ვაზის ნერგის გარეშე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მიზანია ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობა.

დავით სონღულაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამეწარმეო ვენახების გაშენების რეგულაცია ხელს შეუწყობს ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე.

„დღეს ღვინის მოხმარება, 1961 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ეს შემცირება განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში მოხდა. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენცია მნიშვნელოვნად გამძაფრდა. ასეთ პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ხარისხს. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქართულ ღვინოს 8000-წლიანი ტრადიცია აქვს, ქართული ღვინო უნდა ასოცირდებოდეს ხარისხთან. სწორედ ამიტომ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ვახორციელებთ რიგ რეფორმებს. ხარისხიანი ღვინო იწყება ხარისხიანი ვენახიდან. ხარისხიანი ვენახი კი შეუძლებელია შესაბამისი ადგილის, ნიადაგის ანალიზის და სერტიფიცირებული ვაზის ნერგის გარეშე. სწორედ ამან განაპირობა საჭიროება, რომ მკაფიოდ განისაზღვროს, სად და რა პირობებში უნდა გაშენდეს ვენახი, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიც არის გრუნტის წყლის დონე“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, მევენახეობა-მეღვინეობა ქვეყნის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგია და ღვინო მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ამ ფონზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ღვინის ხარისხი და გაძლიერდეს პოზიციები საერთაშორისო ბაზრებზე.

„ამასთანავე, ჩემთვის მნიშვნელოვანია მევენახეების შრომის დაცვა. ადამიანი, რომელიც ხარისხიან ყურძენს აწარმოებს, არ უნდა იყოს იმავე პირობებში, სადაც ნაკლებად ხარისხიანი პროდუქცია იწარმოება. სწორედ ამიტომ ვნერგავთ დამატებით მექანიზმებს, მათ შორის, ორგანოლეპტიკურ კონტროლს, რათა ექსპორტზე გავიდეს მხოლოდ ის ღვინო, რომელიც სრულად შეესაბამება ხარისხის სტანდარტებს. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ასე შევძლებთ, ქართული ღვინო კიდევ უფრო მეტად გავხადოთ კონკურენტუნარიანი, გავიდეთ ახალ ბაზრებზე და გავამყაროთ არსებული პოზიციები”, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

  ვაკის რაიონში, უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.