საკონდიტრო კომპანია „მადარტი“ განცხადებას ავრცელებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მომხმარებლებს ატყობინებს, რომ კვირას, 22 მარტს, მომსახურების ობიექტები დაიხურება.
კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საკონდიტრო მადარტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
შეუფასებელია პატრიარქის ღვაწლი საქართველოს ეკლესიის, საზოგადოების და ქვეყნის წინაშე. იგი მუდამ იქნება ჩვენი ეროვნული იდენტობის, სარწმუნოებისა და ერთიანობის უცვლელი საყრდენი.
ვიზიარებთ ამ მძიმე დანაკარგს და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ სრულიად საქართველოსა და მართლმადიდებლურ სამყაროს.
გაცნობებთ, რომ კვირას, 22 მარტს, ჩვენი ფილიალები არ იმუშავებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 93 წლის ასაკში, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე 17 მარტს საღამოს ჰოსპიტალში გარდაიცვალა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ


