20 წლის ასმათ ბერიძე კომიდან გამოვიდა.
მკურნალობას ამ ეტაპზე ის თურქეთში, სამსუნის ერთ-ერთ კლინიკაში აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ასმათმა ბათუმის კლინიკა „ბაოში“ მეორე შვილი გააჩინა. საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა პატარა ალისია. მშობიარობის შემდეგ ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა – მან გონება დაკარგა, ხოლო ჩატარებული კვლევებით მენინგიტი დაუდგინდა. თავდაპირველად ის ბათუმში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთში გადაიყვანეს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). 20 წლის ასმათ ბერიძე კომიდან გამოვიდა. მკურნალობას ამ ეტაპზე ის თურქეთში, სამსუნის ერთ-ერთ კლინიკაში აგრძელებს – სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო ვრცელდება. 29 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/20-წლის-ასმათ-ბერიძე-კომიდა/
