ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამეუფე შიო: ვარსკვლავი, რომელიც ანათებდა შობის წმინდა ღამეს, დღესაც ბრწყინავს, გვინათებს ცხოვრებას,...

მეუფე შიო: ვარსკვლავი, რომელიც ანათებდა შობის წმინდა ღამეს, დღესაც ბრწყინავს, გვინათებს ცხოვრებას, ანათლებს და ახარებს სულს, რადგან მასში გვინათებს ჩვენ საღვთო მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება

ვარსკვლავი, რომელიც ანათებდა შობის წმინდა ღამეს, დღესაც ბრწყინავს და ანათებს; გვინათებს ცხოვრებას, ეალერსება, ანათლებს და ახარებს სულს, რადგან მასში გვინათებს ჩვენ საღვთო მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, – განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მაცხოვრის შობის დღესასწაულზე ქადაგებისას.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ქრისტესშობის დიდებულ დღესასწაულს.

ჩვენ დღეს ვხარობთ და ვზეიმობთ, რადგან ღმერთი, რომელიც დედამიწაზე მოვიდა, აერთებს ზეციურს და მიწიურს. მან ისე შეიყვარა ადამიანი, რომ თავის საღვთო ბუნებას შეუერთა კაცობრივი ბუნება გონებისთვის მიუწვდომელი და განუყოფელი კავშირით.

და აი, შემოქმედი ჩვილი, მწოლიარეა ბეთლემის ღარიბულ ბაგაში, რომელიც ბრწყინავს საღვთო სინათლით. ამ საიდუმლო მოვლენით გაკვირვებული ანგელოზები აქებდნენ ღმერთს და გალობდნენ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

ასე ვლინდება ღმერთის უსაზღვრო სიყვარული კაცობრიობისადმი. ამ სიყვარულით შექმნა უფალმა ადამიანი. ამ სიყვარულით აღბეჭდა მასში თავისი ხატება და ამ უსაზღვრო სიყვარულით განკაცდა იგი, რომ ყოველმა ადამიანმა, რაგინდ დაცემულიც იყოს, რაგინდ თავის თავში დააზიანოს ხატება ღვთისა, შეძლოს ადგომა და პირვანდელი დიდების დაბრუნება. აი, ამიტომ ვხარობთ და ვზეიმობთ.

დღეს სახარებისეულ მწყემსებთან და მოგვებთან ერთად ჩვენც ვდგავართ ბეთლემის ბაგასთან ღვთისადმი საპასუხო სიყვარულითა და მოწიწებით აღვსილნი; ჩვენც გვინათებს ბეთლემის ვარსკვლავი, მის შუქზე ვდგავართ. ეს ვარსკვლავი, რომელიც ანათებდა შობის წმინდა ღამეს, დღესაც ბრწყინავს და ანათებს; გვინათებს ცხოვრებას, ეალერსება, ანათლებს და ახარებს სულს, რადგან მასში გვინათებს ჩვენ საღვთო მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება.

თუ გვსურს, რომ მოგვების მსგავსად უფალს მივართვათ ძღვენი, მივართვათ მას ჩვენი სულის წიაღში მოპოვებული ბრწყინვალე ოქრო, ეს არის ჩვენი შემოქმედებითი ძალების სწრაფვა; თუ გვსურს მივართვათ გულითადი ლოცვა, რომელიც გუნდრუკივით აღიწევა ზევით და თუ გვსურს, მივართვათ მური, სიმბოლო ღვთისა და ადამიანის სიყვარულისა, აი, ეს ძღვენი უნდა ვატაროთ მშვიდობისა და სათნოების გზით, როგორც გალობდნენ ანგელოზები შობის წმინდა ღამეს, რადგან სხვა გზა, მიმყვანებელი წმინდა ბაგაში მწოლიარე ჩვილთან, არ არსებობს!

  „7 წელია ახალი წლის ღამეს დასაძინებელ წამალს ვსვამ და ვიძინებ, ყველაზე რთული ღამეა ჩემთვის, სიცოცხლის, ბავშვების, ზღაპრულობის დღესასწაულია, ჩემს სიკვდილში ყოფნასთან, თანხვედრაში რომ არ მოდის..“ - მაია ასათიანი

კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტესშობის დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. დღევანდელი დღის მადლით უფალმა გადაარჩინოს, გააძლიეროს, გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ!“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.