მართლმადიდებელი ასირიელი არქიმანდრიტი სერაფიმე წერს:
„მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, თქვენო უწმინდესობავ, იმ სიკეთისთვის, რაც ჩემი ასურელი ხალხისთვის და ყველა ასურელისთვის გააკეთეთ.
განუსვენე უფალო იესო ქრისტე, სულსა მონისა შენისა, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.
დიდი მწუხარებაა ჩვენთვის მამის, მწყემსის და მლოცველის ადამიანის დაკარგვა. თუმცა ჩვენ ვენდობით, რომ უფალს ჩაეძინა, ის ახლა ღვთის ტახტის წინაშე დგას, შუამდგომლობს ჩვენთვის განუწყვეტლივ“
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.


