ორშაბათი, აპრილი 20, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიXXIII სტუდენტთა სასწავლო-სამეცნიერო საუბრები ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება გიწვევთ რიგით...

XXIII სტუდენტთა სასწავლო-სამეცნიერო საუბრები ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება გიწვევთ რიგით 23-ე სტუდენტთა სასწავლო-სამეცნიერო საუბრებზე (STST), რომელიც გაიმართება 26–27 თებერვალს

XXIII სტუდენტთა სასწავლო-სამეცნიერო საუბრები ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება გიწვევთ რიგით 23-ე სტუდენტთა სასწავლო-სამეცნიერო საუბრებზე (STST), რომელიც გაიმართება 26–27 თებერვალს. STST წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ და ხარისხზე ორიენტირებულ სტუდენტურ სამეცნიერო პლატფორმას საქართველოში.

მისი მთავარი მიზანია ახალგაზრდა მეცნიერებისა და მომავალი ექიმების აკადემიური აზროვნების, სამეცნიერო კომუნიკაციისა და პროფესიული პასუხისმგებლობის განვითარება.
მსგავსი ფორმატის სტუდენტური კონფერენციები წარმატებით ფუნქციონირებს ევროპის, კანადის და ჩრდილოეთ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში და განიხილება სამედიცინო განათლების აუცილებელ კომპონენტად.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა აკრედიტებული უნივერსიტეტის ნებისმიერი კურსის სტუდენტს, როგორც ქართულენოვანი, ისე საერთაშორისო პროგრამებიდან, შემდეგი მიმართულებებით:
• მედიცინა
• საზოგადოებრივი ჯანდაცვა
• სტომატოლოგია
• ფარმაცია
• ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია
• საექთნო და სამეანო საქმე
მონაწილეობის პირობები და მოთხოვნები
• ერთ მოხსენებაზე მუშაობა შეუძლია მაქსიმუმ ორ სტუდენტს, თუმცა მოხსენებას წარადგენს მხოლოდ ერთი სტუდენტი
• ნაშრომი შეიძლება იყოს ქეის რეპორტი, მიმოხილვითი ან ორიგინალური კვლევა
• თემატიკა თავისუფალია და უნდა ასახავდეს აქტუალურ სამედიცინო ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხს
• აუცილებელია ხელმძღვანელი — აკრედიტებული უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი
მოხსენების ფორმატი
• პრეზენტაცია მზადდება Microsoft PowerPoint-ში (რეგისტრაციის შემდეგ მონაწილეებს გაეგზავნებათ სტანდარტიზებული შაბლონი)
• მოხსენების ენა — ქართული ან ინგლისური
• პრეზენტაციის ხანგრძლივობა — 7 წუთი, დამატებით 2 წუთი შეკითხვებისა და დისკუსიისთვის
ღონისძიების ადგილი და დრო
• 26–27 თებერვალი • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
• ადმინისტრაციული კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი III
სარეგისტრაციო ბმულები დამსწრეებისთვის: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdl23zKSdGEGV0u8sKCzHEPLEMBfBVlGNal5WOpQNjuh67yNQ/viewform
რას მიიღებთ მონაწილეობით
• თითოეულ მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი (ქართული/ინგლისური) მონაწილეობის სერტიფიკატი
• დამსწრეებს — დასწრების სერტიფიკატი
• პრაქტიკული გამოცდილება აკადემიური პრეზენტაციისა და სამეცნიერო დისკუსიის სფეროში
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
• ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადა — 16 თებერვალი
• ნაშრომები გამოიგზავნება ელფოსტაზე — tarkhnishvili@tsmu.edu
რატომ არის STST მნიშვნელოვანი STST არ არის მხოლოდ სტუდენტური ღონისძიება.
ეს არის აკადემიური სივრცე, სადაც სტუდენტები სწავლობენ კვლევის სტრუქტურას, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მსჯელობას, აკადემიურ ეთიკას და პროფესიულ პასუხისმგებლობას. სწორედ ასეთ პლატფორმებზე ყალიბდებიან მომავალი ექიმები და მეცნიერები, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის ხარისხს განსაზღვრავენ.
სტუდენტური სარედაქციო გუნდი ღონისძიების აკადემიური ხარისხისა და სამეცნიერო სტანდარტების მხარდაჭერის მიზნით ჩამოყალიბებულია სტუდენტური სარედაქციო გუნდი, რომელიც მუშაობს პროფესიული ზედამხედველობის პირობებში.
სტუდენტური სარედაქციო გუნდის წევრები არიან:
• ბაჩანა აფციაური
• ივლიანე სურმავა
• მარიამი სირბილაძე
• მარიამ ჩოხელი
• ანა ბზიშვილი
• ნუცა ცაგარელი
გახდი სტუდენტური მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმის ნაწილი. გამოავლინე შენი პოტენციალი, გაუზიარე ცოდნა სხვებს და შექმენი გამოცდილება, რომელიც განსაზღვრავს შენს პროფესიულ მომავალს.
გისურვებთ წარმატებებს!

  გივი მიქანაძე: 2028 წელს, როდესაც მოსწავლეები დაამთავრებენ როგორც მე-11, ასევე მე-12 კლასს, ეროვნულ გამოცდებზე კონკურენცია უფრო მაღალი იქნება, მაგრამ ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვექნება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.