„ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო დედამიწაზე… – პოეტ ზურა სალუქვაძის ემოციური ლექსი და ლევან შენგელიას ბრწყინვალე აკომპანემენტი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

55 წლის ასაკში გარდაცვლილ აშშ-ში მცხოვრებ მუსიკოსს, პიანისტსა და კომპოზიტორ ლევან შენგელიას მეგობრები ემშვიდობებიან.

ლევან შენგელიას სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს უძღვნის ცნობილი პოეტი ზურა სალუქვაძე და აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ზურა ლევან შენგელიას აკომპანემენტის თანხლებით, ლექსს კითხულობს:

„ხომ არიან ადამიანები, რომლებიც მოვლენ შენს ცხოვრებაში და არც კი შეგეკითხებიან, ისე მოკალათდებიან შენს გულში გემრიელად… ასეთი ადამიანები იმაზე ბევრად ადრე გვიყვარებენ, ვიდრე ჩვენ ვაანალიზებთ, რომ ამ ადამიანებს მეტ-ნაკლებად კარგად ვიცნობთ… ისინი ჩვენს ცხოვრებაში მისიით მოდიან, რომ ემოციებისგან დაცლილები აგვავსონ, სიყვარულის არანორმალურ დოზად მოგვევლინონ, გაგვათბონ, სიცოცხლის რწმენა დაგვიბრუნონ და დაგვაჯერონ, რომ ამ ემოციებით დაცლილ სამყაროში კვლავ არსებობს რაღაც დიდი და აღმატებული…

ასეთი გვყავდა სამყაროს ლევან შენგელია… ყველაზე დიდი და კეთილი ბავშვი, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ, მაესტრო, რომელიც ნოტებით, აკორდებით და სიყვარულით გველაპარაკებოდა…

- Advertisement -
Ad imageAd image

ეს კი ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო დედამიწაზე.

მიყვარხარ მაესტრო … შეხვედრამდე“, – წერს ზურა სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო დედამიწაზე… – პოეტ ზურა სალუქვაძის ემოციური ლექსი და ლევან შენგელიას ბრწყინვალე აკომპანემენტი. 15 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ეს-ჩვენი-ბოლო-შეხვედრა-ი/

  უშბაზე ტრაგიკულად დაღუპულ ნიკო ფალიანს ვაჟი შეეძინა
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi