„არ მომწონს, როდესაც გოგონებს ზედმეტად ვულგარული ფოტოები უდევთ სოციალურ ქსელში“ – მასტერი სულის მეორე ნახევარს მიმართავს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

რეპერი მასტერი „სულის მეორე ნახევრის“ მოლოდინშია. ამის შესახებ მან „პოსტვ“-ის ეთერში ისაუბრა.

„მარტო ვარ, ვერ ვიყვარებ. 2019 წლის მერე არ მყვარებია, უბრალოდ, ასე დაემთხვა. სულის მეორე ნახევარი ჯერ არ გამოჩნდა, მაგრამ გამოჩნდება. აქედან მივმართავ, „გელოდები სად ხარ?“.

ზოგადად, ცოტა უცნაური ვარ, ქალს რომ შევხედავ ეგრევე მივხვდები, პირველ 30 წამში ამოვიცნობ ჩემს ადამიანს. მახსოვს, პირველ შეყვარებულს მესამე შეხვედრაზე ვუთხარი, რომ მიყვარდა.

ყველა ადამიანს თავისი გემოვნება, კრიტერიუმები აქვს. მე არ მომწონს, როდესაც გოგონებს ზედმეტად ვულგარული ფოტოები უდევთ სოციალურ ქსელში. ამ შემთხვევაში გამირთულდება ურთიერთობაში ყოფნა. ჩემთვის არაკომფორტულია, როდესაც ჩემი საყვარელი ადამიანი ნახევრად შიშველია ფოტოზე. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს ვაკნინებ, არა. უბრალოდ მე არ ვიქნები ამ შემთხვევაში კომფორტულად“, – აღნიშნავს მასტერი.

- Advertisement -
Ad imageAd image

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „არ მომწონს, როდესაც გოგონებს ზედმეტად ვულგარული ფოტოები უდევთ სოციალურ ქსელში“ – მასტერი სულის მეორე ნახევარს მიმართავს. 13 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/არ-მომწონს-როდესაც-გოგო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi