ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლიდან ბაკალავრის საფეხურზე მყოფი ყველა წარმატებული სტუდენტი სემესტრულად ერთჯერადად 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარს მიიღებს.
ფულადი ჯილდო გაიცემა სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
არის საქართველოს მოქალაქე;
განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
- ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში გავლილი აქვს სწავლების არანაკლებ 9-წლიანი კურსი ;
- არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
- სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91 –100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი);
- აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.
ფულადი ჯილდოს მისაღებად, გთხოვთ, წარმოადგინოთ დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში არანაკლებ 9 წელი სწავლების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ამონაწერი ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (ნიშნების ფურცელი);
- საბანკო რეკვიზიტები.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიზანია, განათლების ხელშეწყობა და წარჩინებული ახალგაზრდების ფინანსური მხარდაჭერა.

Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ყველა წარჩინებული სტუდენტი გაორმაგებულ ფულად ჯილდოს მიიღებს [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%af%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%98/
sheniekimi.ge/ambebi
