ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლიდან ბაკალავრის საფეხურზე მყოფი ყველა წარმატებული სტუდენტი სემესტრულად ერთჯერადად 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარს მიიღებს.
ფულადი ჯილდო გაიცემა სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
არის საქართველოს მოქალაქე;
განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
- ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში გავლილი აქვს სწავლების არანაკლებ 9-წლიანი კურსი ;
- არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
- სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91 –100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი);
- აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.
ფულადი ჯილდოს მისაღებად, გთხოვთ, წარმოადგინოთ დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში არანაკლებ 9 წელი სწავლების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ამონაწერი ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (ნიშნების ფურცელი);
- საბანკო რეკვიზიტები.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიზანია, განათლების ხელშეწყობა და წარჩინებული ახალგაზრდების ფინანსური მხარდაჭერა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ყველა წარჩინებული სტუდენტი გაორმაგებულ ფულად ჯილდოს მიიღებს. 28 იანვარი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ბორჯომის-მუნიციპალიტეტი/
