სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის“ - რას ამბობს გიორგი ფხაკაძე არაბულ...

„ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის“ – რას ამბობს გიორგი ფხაკაძე არაბულ ინვესტიციაზე

ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ ინვესტიციებს დებდნენ ბრიტანეთში და ზოგადად, ევროპაში. იგივე სიტუაცია იყო, როდესაც რუსეთი რუსეთობდა, ძალიან დიდი რუსული ინვესტიციები იყო და ახლა ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში, –  განაცხადა. ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ, “იგლ ჰილსის” ინვესტიციასთან დაკავშირებით საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, მიტინგებს პრორუსები აწყობენ მასშტაბური ინვესტიციის წინააღმდეგ და “ნაცებთან” ერთად, ისინი რუსეთის აგენტები არიან, ვინაიდან, საკუთარი ქვეყნის განვითარებას ეწინააღმდეგებიან. ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკის, განათლების და მეცნიერების განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

“ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს – არა სოციალურ დახმარებას, არამედ შენ იმუშავებ, გექნება ხელფასი და ქმნი დოვლათს. ეს არის მთავარი კონცეფცია, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ინვესტიციაზე. კიდევ ერთხელ, ყველაზე სულელებისთვის: იმდენად ტვინგამორეცხილია ეს ხალხი, რომ უკვე ამოვიდა ყელში, რაღაც მიტინგებს აწყობენ, თან ვინ? – ესენი არიან პრო რუსი, გონებაჩლუნგი ტიპები. ჩემი დასკვნაა, რომ “ნაცები” და მაგათი “სასტავი” არის რუსეთის აგენტები. მაპატიეთ, მაგრამ ლოგიკურ დასკვნას ვერ ვაკეთებ, როგორ შეიძლება შენი ქვეყნის განვითარებას ეწინააღმდეგებოდე? ინვესტიცია ცუდია – ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ, ამერიკა, ტრამპი ეხვეწება [არაბულ ქვეყნებს], ჩადეთ ინვესტიცია ჩემთან, ტრილიონობით დოლარებიო. გააჩნია ქვეყნის პოტენციალს, ვიღაცას მოვუსმინე, “არ დებენ ჩვენთან ინდუსტრიაში [ფულს]” და ძალიან გავბრაზდი, შენ ინდუსტრიული ქვეყანა ხარ? რაც ხარ, იმაში დებენ ფულს. ჩვენ რომ ვყოფილიყავით ინდუსტრიული ქვეყანა, ინდუსტრიაში ჩადებდნენ ფულს, ჩვენ ვართ ტურისტული ქვეყანა და დებენ ფულს ტურიზმში. ყველაფერს აქვს საზღვარი, ვინმე გიშლის ხელს, შენ რომ გააკეთო? ქვეყანა სხვანაირად ვერ გაიზრდება ვერც ეკონომიკურად, ვერც განათლებით, ვერც მეცნიერებით, თუ არ შემოვიდა ფული, სიღარიბეში იქნები და ვერაფერს გააკეთებ. როცა შენ გაქვს ფული, მერე საუბარია იმ ფულის გადანაწილებაზე – ბიუჯეტის გადანაწილებაზე, რაზეც კაციშვილი ხმას არ იღებს.” – აღნიშნა ფხაკაძემ.

  საჯარო მოხელეები ერთზე მეტ სამსახურში დასაქმებას ვეღარ შეძლებენ - ვის არ ეკრძალება 2 პოზიციაზე მუშაობა

მისივე განცხადებით, “იგლ ჰილსის” ოფისში ინტერესის გამო იმყოფებოდა და ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღო, კომპანიის შემოსვლით კი ქვეყანაში მშენებლობის მაღალი სტანდარტებიც შემოვა.

იგლ ჰილსში” არც წილი მაქვს, არაფერი, დავინახე და შევედი. ყველაფერი შევეკითხე ძალიან სკურპულოზურად და არა ზედაპირულად. შევედი ოფისში, ვნახე, ჯერ ერთი რა ოფისია, მერე დეტალები, კარგი თანამშრომლები – მასალები რომ ნახოთ, რისგანაც აპირებენ აქ ყველაფრის გაკეთებას, ყველაფერი არის უმაღლესი დონე, ეს ნიშნავს, რომ მშენებლობაში უფრო მაღალი სტანდარტები შემოდის ქვეყანაში და არა ის, მე რომ თბილისში ვიყავი ჩამოსული, ზოგიერთ კორპუსში რომ შევედი, გული შემიწუხდა, ბევრი უხარისხო კორპუსია აშენებული თბილისში.” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ “თუ ქვეყანაში არ შემოვიდა კარგი ინვესტიცია, დიდი ფული, სხვანაირად ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება”.

 

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.