პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაშსს-ს თანამშრომლებმა გუშინ თბილისში ჩატარებული ორი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

შსს-ს თანამშრომლებმა გუშინ თბილისში ჩატარებული ორი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ თბილისში ჩატარებული ორი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 12 000 – მდე აბი „ექსტაზი“ და 520 აბი „სუბოტექსი“ ამოიღეს. ამ საკითხზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართა.

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა ადგილზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი – 1959 წელს დაბადებული ჯ.გ. და 1979 წელს დაბადებული, ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქე ე.კ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს – მათ შორის, 12 000-მდე აბი „ექსტაზი“, 520 აბი „სუბოტექსი“, „კოკაინი“, “მდმა” და „მარიხუანა“. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი რაოდენობით თანხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ. აღნიშნული მიმართულებით, სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუდმივ რეჟიმში ატარებენ შესაბამის კომპლექსურ ღონისძიებებს“, – აღინიშნა ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ.

  წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 10 დეკემბრამდე ეტაპობრივად განხორციელდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.