საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო რეგიონებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს განაგრძობს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო რეგიონებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს განაგრძობს
სამართლებრივ და სამომხმარებლო განათლებაზე ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) რეგიონებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს განაგრძობს.

GCCA-ის წარმომადგენლები აჭარის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის N 1-ელ საჯარო სკოლის და ბათუმის N მე-15 საჯარო სკოლის, ასევე ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N მე-2 საჯარო სკოლისა და ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მომხმარებლის უფლებები, მათი დაცვის მექანიზმები და კონკურენციის პოლიტიკის ძირითადი პრინციპები განიხილეს.

პროექტი GCCA-ის სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს სამომხმარებლო უფლებებთან დაკავშირებით დედაქალაქსა და რეგიონებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თანაბარ უზრუნველყოფას.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო რეგიონებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს განაგრძობს. 5 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-კონკურენცი-2/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi