ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამეუფე შიო: უფალს უნდა, რომ ანგელოზებრივ მდგომარეობამდე აგვამაღლოს. იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს,...

მეუფე შიო: უფალს უნდა, რომ ანგელოზებრივ მდგომარეობამდე აგვამაღლოს. იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში, შევიმეცნოთ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, სულ უნდა ვვითარდებოდეთ

უფალს უნდა, რომ ანგელოზებრივ მდგომარეობამდე აგვამაღლოს. იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში, შევიმეცნოთ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, სულ უნდა ვვითარდებოდეთ, ბევრი რამ უნდა გამოვასწოროთ. ამისთვის კი, როგორც გითხარით, საჭიროა შრომა, სულიერიც და გონებრივიც, – განაცხადა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ქადაგებისას.

მან ტაძარში შეკრებილებს წმინდა დიდმოწამე მერკვირისა და დიდმოწამე ეკატერინეს ხსენება მიულოცა და ითხოვა, რომ მათი ლოცვა და მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს.

მეუფემ ასევე დღევანდელ მსახურებაზე წაკითხული სახარება განმარტა.

„დღეს წმინდა სახარებაში წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს მიერ ავადმყოფი დედაკაცის განკურნების შესახებ. ეს ქალი იმდენად იყო წელში მოხრილი, მოკრუნჩხული, რომ სიარულიც კი უჭირდა, ზევითაც კი ვერ იხედებოდა, მაგრამ იმდენად უყვარდა ღმერთი, რომ მიუხედავად ამისა, მაინც დადიოდა სინაგოგაში წმინდა წერილის მოსასმენად და სალოცავად.

უფალმა ეს ქალი დაინახა, რა თქმა უნდა, შეებრალა და განკურნა. იყო შაბათი დღე. ამაზე სინაგოგის უფროსი და იქ მყოფი ადამიანები აღშფოთდნენ, როგორ თუ შაბათს კურნავსო. უფალი ცდილობდა, აეხსნა მათთვის, რა უფრო მნიშვნელოვანია, რაღაც წესის შესრულება თუ ადამიანისადმი მოწყალება: „ეს ქალი მძიმედ იყო ავად, ძლივს დადიოდა. უფალმა ის განკურნა, ის ახლა ჯანმრთელია, მოხდა ასეთი სასწაული ღვთის მიერ. არ უნდა გიხაროდეთ ეს ამბავი? იმის მაგივრად, რომ გიხაროდეთ, ბრაზობთ, რომ რაღაც წესი დაირღვა“. ასეთ სიტყვებს ეუბნება: „ორგულო, განა ხარი და ვირი არ მიგყავს შაბათ დღეს წყლის დასალევად? ეს ქალი, რომელიც 18 წელი შეკრული იყო ეშმაკისგან, არ უნდა განმეკურნა, თუ შენ ის ხარი და ვირი მიგყავსო?“ (ლკ. 13, 10-16). აი, როგორი მკაცრი სიტყვებია.

ეს ნიშნავს, რომ სინაგოგის უფროსიც და ის ხალხიც, ვინც იქ იყო, წესის დაცვის გამო კი არ აღშფოთდნენ, რომ იცავდნენ ამ წესრიგს, არამედ სხვა რამ იყო აქ მიზეზი. ამიტომ ამბობს უფალი: „ორგულებო, ამრიგად, რა უფრო მნიშვნელოვანია, წესი თუ სიყვარული ადამიანისადმი?“.

ფაქტობრივად, ამით ეუბნება, რომ თქვენ ხართ სასტიკი ადამიანები; არ გაქვთ ლმობიერება, ეს ქალი საერთოდ არ გეცოდებათ და ფიქრობთ, რომ ღმერთიც ასეთია: თქვენსავით მკაცრი, ულმობელი და სასტიკი, არ ისმენს ლოცვებს და ასეთი დამოკიდებულება აქვს. რატომ გაქვთ ასეთი განწყობა? იმიტომ, რომ დაკარგული გაქვთ ადამიანობა, დაკარგული გაქვთ სიყვარული და ღმერთზეც ასე ფიქრობთ. ამ დროს უფალი სულაც არ არის ასეთი; ის კეთილია, მოსიყვარულეა, მას თავისი მხოლოდშობილი ძეც არ დაენანა ჩვენს გადასარჩენად, ჩვენი სიყვარულის გამო. უფალმა იცოდა, რომ მას მოკლავდნენ, მაგრამ მაინც მოვიდა ჩვენი სიყვარულისთვის.

  რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს ხვალ

ის ცდილობს, ეს ყველაფერი აუხსნას, რომ უფალს არ სურს მხოლოდ ის, რომ ჩვენ რაღაც გარეგნული წესები შევასრულოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს წესიც აუცილებელია, კანონის დაცვაც აუცილებელია, წესრიგიც აუცილებელია, მაგრამ წესების გაუაზრებლად დაცვა ძალიან სახიფათოა, ამან შეიძლება სიკვდილამდეც კი მიიყვანოს ადამიანი, იმდენად დააზიანოს.

ე. ი. წესის გაუაზრებლად დაცვა ვის მოეთხოვება მხოლოდ? – ბავშვებს. მაგალითად, 6 წლის ბავშვს ვერ გააგებინებ, რატომ უნდა დაიბანოს ხელები ჭამის წინ. ამიტომ მას ათასჯერ უნდა უთხრა: ხელები დაიბანე, თორემ ავად გახდები. მას ეს მაინც არ ესმის. ამიტომ მან უნდა დაიმახსოვროს, რომ არის ასეთი წესი. მშობლებს ეს ესმით, მაგრამ ბავშვს არ ესმის. შენ ცდილობ, დაიცვა მისი ჯანმრთელობა, მისი სიცოცხლე და ამიტომ უნდა ასწავლო ამ წესის დაცვა. მაგრამ ზრდასრული ადამიანი უნდა აზროვნებდეს და უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი თუ კანონი რისთვის არის, რა არის მისი მნიშვნელობა, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონება, გონებრივი განვითარება, ამისთვის საჭიროა, ადამიანი ვითარდებოდეს, წიგნებს კითხულობდეს, მუშაობდეს თავის თავზე. ეს კი რთული საქმეა, რაც უმეტესობას არ უნდა. ამიტომ ამჯობინებენ გართობას, თამაშს და არანაირად არ ვითარდებიან. შედეგად, რჩებიან ჩვენი შვილებიც, მოზარდებიც, შემდეგ უკვე ზრდასრული ადამიანებიც განუვითარებლები სულიერად, გონებრივად, ინტელექტუალურად. ასეთი ადამიანი გამოდგება მხოლოდ რაღაც ძალიან მარტივი საქმიანობისთვის, სადაც საჭიროა ელემენტარული წესიერება და სიზუსტის უნარი.

ღმერთს კი რა უნდა, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენგან? მას უნდა, რომ ანგელოზებრივ მდგომარეობამდე აგვამაღლოს. იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში, შევიმეცნოთ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, სულ უნდა ვვითარდებოდეთ, ბევრი რამ უნდა გამოვასწოროთ. ამისთვის კი, როგორც გითხარით, საჭიროა შრომა, სულიერიც და გონებრივიც. უფალი იესო ქრისტე ამას გვასწავლის და ამისკენ მოგვიწოდებს.

ამიტომ უნდა ვეცადოთ, ამა თუ იმ წესში მხოლოდ გარეგნული მხარე კი არ დავინახოთ, გაუაზრებლად კი არ ვასრულებდეთ, რასაც, ვიმეორებ, შეიძლება დიდი ზიანი მოჰყვეს ჩვენთვისაც და სხვებისთვისაც, არამედ უნდა ვხედავდეთ მის შინაარსს და ასეთნაირად ვასრულებდეთ“, – განაცხადა მეუფემ.

  მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი - სახელმწიფო აღიარებს იმ დიპლომებს, რომელთა გამცემმა უნივერსიტეტებმა აკრედიტაცია სწავლის პროცესში დაკარგეს

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.