სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამეუფე შიო: „დღეს მიიყვანება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ტაძარში. იგი დააყენეს კიბის პირველ საფეხურზე...

მეუფე შიო: „დღეს მიიყვანება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ტაძარში. იგი დააყენეს კიბის პირველ საფეხურზე და შემდეგ თვითონ დაიწყო აღმასვლა. ასეა ჩვენს სულიერ ცხოვრებაშიც. ნათლობისა და მირონცხების საიდუმლოებით წმინდა ეკლესია გვაყენებს სულიერი კიბის პირველ საფეხურზე, შემდეგ კი თვითონ უნდა ვიაროთ ამ გზით ღმერთისკენ, წმინდათა წმინდასკენ“

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყველა დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულია ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის. ჩვენ ვხარობთ, რომ მისი სახით სამყარომ უპასუხა ზეციურ მოწოდებას, უპასუხა ღმერთს მორჩილებით, სიყვარულით, რწმენით, ერთგულებით. ჩვენ ვხარობთ უფალ იესო ქრისტეს გამო, რომ ძე ღმერთი განკაცდა და გახდა ადამიანი, – განაცხადა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის მიყვანების დღესასწაულზე ქადაგებისას.

მან შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა გადასცა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებაზე ისაუბრა. მეუფის თქმით, ტაძარი არის „ზეცის ანარეკლი დედამიწაზე, სადაც ადამიანს შეუძლია, როგორც სარკეში, იპოვოს თავისი თავი და გაიგოს თავისი დანიშნულება“.

„დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიიყვანება ტაძარში. მართალნი იოაკიმე და ანა ასრულებენ თავიანთ აღთქმას და მიჰყავთ ყრმა მარიამი ტაძარში, რომ მიუძღვნან უფალს. მათ ანთებული სანთლებით მიაცილებენ ქალწულები. ყრმა მარიამს დააყენებენ ტაძრისკენ მიმავალი კიბის პირველ საფეხურზე და ის ყველასთვის მოულოდნელად, როგორც ზრდასრული, უშიშრად იწყებს ასვლას თვითონ, დამოუკიდებლად ამ კიბეებზე. ზევით, შესასვლელთან მას დახვდა მღვდელმთავარი ზაქარია, რომელმაც, სულიწმინდისგან შთაგონებულმა, შეიყვანა ყრმა მარიამი ტაძარსა და თვით ტაძრის წმინდათა წმინდაში, სადაც ვერავინ შედიოდა, მღვდელმთავრის გარდა, ისიც მხოლოდ წელიწადში ერთხელ.

იოაკიმესა და ანას მეშვეობით კაცობრიობამ მიართვა უფალს, შეიძლება ასე ითქვას, უმანკო არსება და ელოდა მაცხოვრის მოსვლას. ამიტომაც უგალობს დღეს წმინდა ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ასეთი სიტყვებით: „ტაძარსა შინა ღვთისასა ქალწული დაემკვიდრების, და ქრისტესა ყოველთა გვახარებს“. ამიტომაც იგალობება დღევანდელი დღიდან მოყოლებული ყველა ტაძარში საშობაო საგალობლები, რომლებიც ადიდებენ ქრისტეს შობას და მაცხოვრის მოსვლას დედამიწაზე.

დღეს მიიყვანება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ტაძარში. როგორც გითხარით, იგი დააყენეს კიბის პირველ საფეხურზე და შემდეგ თვითონ დაიწყო აღმასვლა. ასეა ჩვენს სულიერ ცხოვრებაშიც. ნათლობისა და მირონცხების საიდუმლოებით წმინდა ეკლესია გვაყენებს სულიერი კიბის პირველ საფეხურზე, შემდეგ კი თვითონ უნდა ვიაროთ ამ გზით ღმერთისკენ, წმინდათა წმინდასკენ.

  რომელია თქვენთვის იდეალური ქვეყანა საცხოვრებლად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რაოდენ სასიხარულოა ეს გზა, ძვირფასო ძმებო და დებო! ჩვენ არ ვართ მარტონი, რადგან ამ გზაზე გვეხმარება და გვამხნევებს თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. მან ტაძარი იმდენად შეიყვარა, რომ არ განშორებია მას, სანამ იყო ამის საშუალება. თქვენ იცით, რომ იგი იქ ცხოვრობდა, სწავლობდა წმინდა წერილს, შრომობდა, ლოცულობდა და იქიდან გამოვიდა ის, ვინც გახდა დედა ღვთისა, მთელი კაცობრიობის დედა, მეოხი და შუამდგომელი.

გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ დიდებულ დღესასწაულს. შეგვეწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომ ნაწილობრივ მაინც ჩვენც ვეზიაროთ ტაძრისადმი ასეთ სიყვარულს და ნაცვლად ამსოფლიური შფოთისა, ამაოებისა, გაღიზიანებისა, ჩვენში, ჩვენს სულებში შემოვიდეს ტაძრისგან მიღებული მადლი და შთაბეჭდილებები.

თქვენ იცით, ტაძარს ეწოდება ღვთის სახლი, ღვთის სამყოფელი, არამხოლოდ იმიტომ, რომ ის განსაკუთრებული წესით იკურთხება, არამედ ასევე იმიტომ, რომ აქ იკრიბებიან ადამიანები ქრისტეს გულისთვის, რომელმაც ბრძანა: „სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, იქ მე ვარ“ (მთ. 18, 20).

ტაძარი გახლავთ ზეცის ანარეკლი დედამიწაზე, სადაც ადამიანს შეუძლია, როგორც სარკეში, იპოვოს თავისი თავი და გაიგოს თავისი დანიშნულება.

დღეს წმინდა ყრმა შედის ტაძარში, ძვირფასო ძმებო და დებო, და ყველას მოუხმობს და მოუწოდებს თავისკენ; ვევედროთ მას, შეგვეწიოს, რომ შევისმინოთ მისი ეს მოწოდება და მის მაგალითს მივყვეთ“, – განაცხადა მეუფე შიომ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.