ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„არავის, არასდროს არ უთქვამს, რომ მეთორმეტე კლასი არ იქნება - მე-11 კლასი...

„არავის, არასდროს არ უთქვამს, რომ მეთორმეტე კლასი არ იქნება – მე-11 კლასი პროფილური ანუ ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი წელი იქნება. მოსწავლე მხოლოდ იმ საგნებს ისწავლის, რომლებიც ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად სჭირდება“-გივი მიქანაძე

ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს მოსწავლის სრულფასოვან განათლებას, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ განათლების და მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმაზე საუბრისას.

რეფორმის თანახმად, ქვეყანა 11-წლიან სწავლაზე 2027–2028 სასწავლო წლიდან გადავა, თუმცა ნებაყოფლობითი იქნება მე-12 კლასი. 11 კლასის დასასრულს, მარტში ყველა სწავლის გაგრძელების მსურველს ექნება შესაძლებლობა, სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდეს.

„არავის, არასდროს არ უთქვამს, რომ მეთორმეტე კლასი არ იქნება. ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის განხილვის საგანი. ამავდროულად ვამბობთ, რომ ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს მოსწავლის სრულფასოვან განათლებას. შევარჩევთ კონკრეტულ სკოლებს, იქ გავხსნით მეთორმეტე კლასებს და უზრუნველვყოფთ, რომ მათ მეთორმეტე კლასშიც მიიღონ განათლება და ჰქონდეთ არა მხოლოდ თერთმეტი კლასის დამადასტურებელი ატესტატი, არამედ თორმეტი კლასის დამადასტურებელი ატესტატიც”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

რეფორმის მიხედვით, მე-11 კლასი პროფილური ანუ ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი წელი იქნება. მოსწავლე მხოლოდ იმ საგნებს ისწავლის, რომლებიც ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად სჭირდება.

„სკოლა არის ის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც სრულ ზოგად განათლებას უნდა აძლევდეს და მოსწავლეს არ უნდა ჰქონდეს საჭიროება, რომ კერძოდ მოემზადოს, რათა დაძლიოს ეროვნული გამოცდების ეტაპი. შემოგვაქვს მეთერთმეტე კლასში ე.წ რეპეტიტორიუმი, რაც გულისხმობს შემდეგს: მოსწავლე თავისი გადაწყვეტილებით აირჩევს კონკრეტულად იმ საგნებს, რომლის ჩაბარებასაც აპირებს ეროვნული გამოცდების პროცესში. მთელი წლის განმავლობაში იმ რამდენიმე საგანში გაძლიერებული და სიღრმისეული სწავლება მოხდება, დიდ ფინანსურ წნეხს მოუხსნის აბიტურიენტთა ოჯახებს და ამავდროულად ჩვენ მოსწავლეებს დავაბრუნებთ სკოლაში”, – განმარტავს მინისტრი.

გივი მიქანაძის განცხადებით, რეფორმის დეტალურად გასაცნობად დეკემბერ-იანვარში მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრები გაიმართება.

„განვიხილავთ, შევჯერდებით პოზიციებზე და ამის შემდეგ დოკუმენტს წარვადგენთ მთავრობაზე, მთავრობის მხრიდან დამტკიცების შემთხვევაში დავიწყებთ აღსრულებას”, – აღნიშნავს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  პროფესიული ტესტირება 31 მაისსა და 1 ივნისს ჩატარდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.