სამშაბათი, იანვარი 13, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„ბინის ყიდვის საფუძველზე არავინ არ იღებს საქართველოს მოქალაქეობას - არავითარ კავშირში არ...

„ბინის ყიდვის საფუძველზე არავინ არ იღებს საქართველოს მოქალაქეობას – არავითარ კავშირში არ არის მოქალაქეობის მინიჭებასთან ბინების ყიდვა-გაყიდვის საკითხი“ -პრემიერი

არავითარ კავშირში არ არის მოქალაქეობის მინიჭებასთან ბინების ყიდვა-გაყიდვის საკითხი, ბინის ყიდვის საფუძველზე არავინ არ იღებს საქართველოს მოქალაქეობას, შესაბამისად, ბინის ყიდვასთან ვერავითარი ფორმით ვერ იქნება დაკავშირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში საცხოვრებლად დარჩენა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, რაც შეეხება ბინადრობის ნებართვას, ბინის შეძენის შემთხვევაში უცხოელი იღებს მხოლოდ მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას 6-დან 12 თვემდე ვადით.

„შესაბამისად, ბინის ყიდვასთან ვერავითარი ფორმით ვერ იქნება დაკავშირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში საცხოვრებლად დარჩენა. იმისთვის, რომ ადამიანი დარჩეს საცხოვრებლად საქართველოში ხანგრძლივი ან თუნდაც საშუალო ვადით, მას სჭირდება კონკრეტული სხვა პირობების დაკმაყოფილება, რასთან დაკავშირებითაც მსჯელობენ შესაბამისი უწყებები. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ბინადრობის ნებართვა, რომელიც სასწავლო დანიშნულებით გაიცემა და ა.შ. ბინასთან არავითარი ფორმით არ არის დაკავშირებული ადამიანის საცხოვრებლად დარჩენა საქართველოში. ამას ადგენს საქართველოს კანონმდებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  "ეს უკეთესია!" - ტრამპმა აშშ-ში გასაყიდი Coca-Cola-ს ინგრედიენტის შეცვლა მოითხოვა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი