„Eagle Hills-ის პროექტი ხორციელდება ჯამში დაახლოებით 850 ჰექტარ ფართობზე – სპეკულაციებს ჩვენ უნდა მოვერიდოთ და ყველას მოვუწოდებთ, ჩვენს ოპონენტებს, რომ ასეთი მარტივი სპეკულაციებით ნუ ეცდებიან არასწორი აღქმები შექმნან მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით“ – პრემიერი

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

Eagle Hills-ის პროექტი ხორციელდება ჯამში დაახლოებით 850 ჰექტარ ფართობზე, აქედან კრწანისის ტერიტორია არის დაახლოებით 600 ჰექტარი ფართობი, რაც შეეხება გონიოს ტერიტორიას, ეს არის დაახლოებით 250 ჰექტარი ფართობის ტერიტორია, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ისმის ათასგვარი სპეკულაციები, პოლიტიკური პარტიების სხვადასხვა წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ტერიტორია ქვეყანა მონაკოზე 4-ჯერ მეტია.

„არ ვიცი, ვისზე შეიძლება, იმოქმედო ასეთი სპეკულაციური განცხადებებით. ყველას კარგად მოეხსენება საქართველოში, რომ მონაკო არის ე.წ. ჯუჯა სახელმწიფო, ასე უწოდებენ ამ ქვეყნებს და მათ შორისაც არის ყველაზე პატარა სახელმწიფო. სინამდვილეში ეს არის ძალიან პატარა ქალაქი და შედარება მონაკოს ტერიტორიასთან არის ცალსახად სპეკულაციური. არასპეკულაციურად რომ დაგანახოთ, რა არის მაგალითად, კრწანისის წილი თბილისის ფართობთან მიმართებით – 120-ჯერ ნაკლები ტერიტორიაა თბილისის ფართობთან შედარებით. სპეკულაციებს ჩვენ უნდა მოვერიდოთ და ყველას მოვუწოდებთ, ჩვენს ოპონენტებს, რომ ასეთი მარტივი სპეკულაციებით ნუ ეცდებიან არასწორი აღქმები შექმნან მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „Eagle Hills-ის პროექტი ხორციელდება ჯამში დაახლოებით 850 ჰექტარ ფართობზე – სპეკულაციებს ჩვენ უნდა მოვერიდოთ და ყველას მოვუწოდებთ, ჩვენს ოპონენტებს, რომ ასეთი მარტივი სპეკულაციებით ნუ ეცდებიან არასწორი აღქმები შექმნან მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით“ – პრემიერი. 26 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/eagle-hills-ის-პროექტი-ხორციელდებ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T01:46:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi