„როდესაც ასეთი კომპანია შედის ქვეყანაში, ეს არის სიგნალი სხვა ინვესტორისთვის, რომ სახელმწიფოში არის მაღალი დონის საინვესტიციო გარემო“-პრემიერი

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

Eagle Hills-ის საქართველოში შემოსვლას ექნება თავისი შემდგომი ეფექტი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით – როდესაც ასეთი კომპანია შედის კონკრეტულ ქვეყანაში, ეს არის სიგნალი სხვა ინვესტორისთვის, რომ სახელმწიფოში არის ჩამოყალიბებული მაღალი დონის საინვესტიციო გარემო, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სადაც სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნებისმიერი ქვეყანა ნატრობს ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის შესვლას ამა თუ იმ სახელმწიფოში.

„ჩემთვის პატივია, წარვდგე თქვენს წინაშე ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში და გავცე პასუხი იმ აქტუალურ შეკითხვებს, რომელიც დაკავშირებულია ორ მნიშვნელოვან თემასთან. ამ თემების მიმართ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო ფორმატშიც გვექნება ამ საკითხებზე მსჯელობის საშუალება. მინდა მადლობა გადაგიხადოთ შეკითხვის ავტორებს ამ ორი თემის წინ წამოწევისთვის. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ მზაობას, რომ დისკუსიის ფარგლებშიც, ყველა ინფორმაცია მოგაწოდოთ ორივე საკითხთან დაკავშირებით. შევეცდები, მაქსიმალურად ამომწურავად გავცე პასუხი თითოეულ დასმულ შეკითხვას.

პირველ რიგში, შევეხები თემას, რომელთან დაკავშირებითაც გაშლილია ფართო პოლიტიკური დისკუსია. ერთი შეკითხვის ფარგლებშია დასმული რამდენიმე ქვე შეკითხვაც, რომელსაც სათითაოდ გავცემ პასუხს.

რაც შეეხება ხელშეკრულების არსს და შინაარსს, ხელშეკრულებას ჰყავს ორი მხარე – ეს არის საქართველოს მთავრობა, ქართული სახელმწიფო და მეორე მხარეს არის კომპანია Eagle Hills-ი, რომელიც მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიაა. საქართველოს მთავრობის, სახელმწიფოს წილი საერთო კომპანიაში არის 33,3%, ხოლო Eagle Hills-ის წილი არის 66,7%. რაც შეეხება ამ კომპანიის საერთაშორისო რეპუტაციას, ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია. ამ კომპანიას უწუნებენ რეპუტაციას, თუმცა, ამ თემის შესახებ მე ხშირად მისაუბრია უცხოელ ბიზნესმენებთან, პოტენციურ ინვესტორებთან და ყველა გამოხატავს განსაკუთრებულ ინტერესს ამ ინვესტიციის მიმართ.

ნებისმიერი ქვეყანა ნატრობს ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის შესვლას ამა თუ იმ სახელმწიფოში. ამას აქვს კონკრეტული მიზეზი – როდესაც ასეთი კომპანია შედის კონკრეტულ ქვეყანაში, ეს არის სიგნალი სხვა ინვესტორისთვის, რომ სახელმწიფოში არის ჩამოყალიბებული მაღალი დონის საინვესტიციო გარემო. შესაბამისად, Eagle Hills-ის საქართველოში შემოსვლას ექნება თავისი შემდგომი ეფექტი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით“, – განაცხადა პრემიერმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „როდესაც ასეთი კომპანია შედის ქვეყანაში, ეს არის სიგნალი სხვა ინვესტორისთვის, რომ სახელმწიფოში არის მაღალი დონის საინვესტიციო გარემო“-პრემიერი. 26 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/როდესაც-ასეთი-კომპანია/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T01:46:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi