შაბათი, მაისი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, დაემორჩილონ დადგენილ რეგულაციებს – ტემპერატურის მატებასთან ერთად, ტყის ხანძრების რისკი იზრდება

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ტემპერატურის მატება, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც შეინიშნება, ტყის ხანძრების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.

ამის დრამატული მაგალითი უკვე დაფიქსირდა თურქეთის ცენტრალურ ნაწილში – ესქიშეჰირის პროვინციაში, სადაც ძლიერი ხანძრის ქრობისას 10 მეხანძრე დაიღუპა, 14 კი დაშავდა. ტრაგედია ქარის მიმართულების მოულოდნელმა ცვლილებამ გამოიწვია, რის გამოც მეხანძრეებმა სტიქიის ზონიდან გასვლა ვერ შეძლეს.

ტყის ხანძრების საფრთხე იზრდება საქართველოშიც. ბოლო დღეებში უკვე დაფიქსირდა ხანძრის რამდენიმე მცირე კერა, განსაკუთრებით ალპურ ზონებში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ ხანძრები დროულად იქნა ლიკვიდირებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და დაემორჩილონ დადგენილ რეგულაციებს.

შეგახსენებთ, რომ აკრძალულია კოცონის დანთება შემდეგ ტერიტორიებზე:

ხეების ვარჯის ქვეშ,

წიწვიან და მოზარდ ტყეებში,

ძველ ნახანძრალებსა და ქარაჩაქცეულ/ქარტეხილ უბნებში,

ტყის კაფებში, რომელიც გაუწმენდავია დამზადების ნარჩენებისგან,

ტორფიან და გამომშრალ ბალახიან ადგილებში.

დანარჩენ ტყის ტერიტორიებზე კოცონის დანთება მხოლოდ სპეციალურად მოწყობილ ბაქნებზეა ნებადართული. ასეთი ბაქნის მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1.5 მეტრის რადიუსში ყველა აალებადი მასალის (თივა, ფოთლები, ფიჩხი და სხვა) გაწმენდას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, სახანძრო წესების დარღვევა, რასაც მოჰყვება ხანძრის გაჩენა ან გავრცელება, ან თუნდაც ტყის დაზიანება/მოსპობა დაუდევრობით, იწვევს 300-დან 500 ლარამდე ჯარიმას, ხოლო მძიმე შემთხვევებში – თავისუფლების აღკვეთას 4-დან 8 წლამდე.

  "ვფიქრობ, ყველაფერი კონკურენტებმა მოუწყვეს... დიდი ხანია ამ სფეროშია..." - რას ამბობს დაკავებული ხატია წერეთლის მეგობარი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.