მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე: ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და აქვს სასჯელი მოსახდელი, დიახ, რა თქმა უნდა, უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში, როგორც ეს ხდება ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

კლინიკიდან საპატიმრო დაწესებულებაში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის გადაწყვეტილებას ჯანდაცვის მინისტრი აფასებს.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ეს აბსოლუტურად ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილებაა.

„ყოველ შემთხვევაში, ამასთან დაკავშირებით ვერავინ შეძლებს, რომ საპირისპირო არგუმენტი თქვას, რატომ არ უნდა მომხდარიყო ამ გადაწყვეტილების მიღება და მისი აღსრულება. მე ვფიქრობ, აბსოლუტურად ნორმალური გადაწყვეტილებაა. ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და აქვს სასჯელი მოსახდელი, დიახ, რა თქმა უნდა, უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში, როგორც ეს ხდება ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში 12 ნოემბერს დაბრუნდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე: ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და აქვს სასჯელი მოსახდელი, დიახ, რა თქმა უნდა, უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში, როგორც ეს ხდება ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში. 13 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მიხეილ-სარჯველაძე-სააკაშ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi