ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოანტარქტიდაში ღრმაწყლოვანი არსებების ახალი სახეობები აღმოაჩინეს

ანტარქტიდაში ღრმაწყლოვანი არსებების ახალი სახეობები აღმოაჩინეს

დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მიუვალ კუთხეში, სამხრეთის ოკეანეში (ანტარქტიდის წყლები), მეცნიერებმა ღრმაწყლოვანი არსებების აქამდე უცნობი 30-მდე სახეობა აღმოაჩინეს. ისინი ექსპედიციამ იპოვა, რომელშიც ორგანიზაციების Nippon Foundation, Nekton Ocean Census და შმიდტის სახელობის ოკეანოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტები შედიოდნენ.

აღმოჩენილ არსებათაგან ერთ-ერთია მტაცებელი, ხორცისმჭამელი ღრუბელი (Chondrocladia$ sp. nov.), რომელსაც „სიკვდილის ბურთი“ შეარქვეს. მას სფეროსებრი ფორმა აქვს, რომელიც პატარა კაუჭებითაა დაფარული, რომლებითაც არსება ნადავლზე ნადირობს.

მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს „ზომბი-ჭიები“ (Osedax$ sp.). მათ არ აქვთ პირი და ნაწლავები. ვეშაპების და სხვა მსხვილი ხერხემლიანების ძვლებში არსებულ ცხიმებს ისინი ​სიმბიოზური ბაქტერიებს მეშვეობით შლიან.

ახალი სახეობების ძიება სამეცნიერო-კვლევითი გემის, Falkor-ის ფლაგმანური პროგრამის „ოკეანეების აღწერა“ ფარგლებში მიმდინარეობდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  სომხეთში „დასავლეთ ნილოსის“ ცხელებით 58 ადამიანია ინფიცირებული, ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი