„სახელმწიფო პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი შვილების ინსულინით უზრუნველყოფას, არაფერი ემუქრება მას შემდეგ, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ 2013 წელს ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა დაიწყო“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციონერ კოლეგებს ისევე, როგორც მედიას მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შეხვდა როგორც ენდოკრინოლოგებს, ასევე, ბავშვების მშობლებს და არაერთი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემა წარმოიშვა საქართველოში „ნოვო ნორდისკის“ ინსულინის შემოტანასთან დაკავშირებით.
მისი ინფორმაციით, სახელმწიფოსა და მწარმოებელ კომპანიას შორის ხელშეკრულება დადებულია რამდენიმე წლის წინ. ამასთან, წლევანდელი ხელშეკრულება დათარიღებულია 14 აპრილით, თუმცა ხელშეკრულებას მომწოდებელი კომპანია პრაქტიკულად ყოველთვიურად არღვევს.
ზაზა ლომინაძის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ოქტომბრის თვეში პირადად იმყოფებოდა დანიაში, მომწოდებელ კომპანიასთან, რათა დროულად მომხდარიყო ამ ფორმის ინსულინის მოწოდება საქართველოში.
მისი თქმით, ამის მიუხედავად, დღეს სახელმწიფოში არსებობს მეორე ინსულინი, რომლითაც სრულად უზრუნველყოფილი არიან ბავშვები და ღებულობენ სათანადო მკურნალობას.
„დღე-დღეზე ველოდებით, რომ „ნოვო ნორდისკი“ შეასრულებს თავის დაპირებებს და მოგვაწვდის იმ დარჩენილი ინსულინის დოზას, რომელიც ჩვენ ბავშვებს სჭირდება“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). „დღე-დღეზე ველოდებით, რომ „ნოვო ნორდისკი“ შეასრულებს თავის დაპირებებს და მოგვაწვდის იმ დარჩენილი ინსულინის დოზას, რომელიც ჩვენ ბავშვებს სჭირდება“ – ზაზა ლომინაძე. 11 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დღე-დღეზე-ველოდებით-რომ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T02:52:20+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
