„საოცარი ამბავი! სანამ ჩვენ გვეძინა, პარიზის გულში პირველ ქართულ ქანდაკებას ამონტაჟებდნენ, მალე ოლიმპიადა გაიხსნება და მას 20 მილიონზე მეტი ახალი მნახველი ეყოლება“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ქართველი მხატვრისა და სკულპტორის, გელა წულაძის ქანდაკება განთავსდა.

სასიხარულო ინფორმაციას და ქანდაკების ფოტოს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვიკა ბუკია ავრცელებს:

„საოცარი ამბავი!

სანამ ჩვენ გვეძინა სენ ჟერმენზე, მთლად „კაფე დე ფლორის” წინ, პარიზის გულში პირველ ქართულ ქანდაკებას ამონტაჟებდნენ.

- Advertisement -
Ad imageAd image

Équilibre – შეყვარებული ყმაწვილი საქართველოდან პარიზის შუაგულში, ყირაზეა გადასული სიყვარულისგან:)

ავტორი ჩვენი გელა წულაძე, მადლობა.

საოცრებები ხდება ჩვენს თავს, ევროპას ვალამაზებთ, მივილტვით და ვაცნობთ საქართველოს. ოლიმპიადა გაიხსნება მალე და 20 მილიონზე მეტი ახალი მნახველი ეყოლება ამ ქანდაკებას, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რას ნიშნავს ქართველი მოქანდაკის ნამუშევარი შუაგულ პარიზში რომ აღიმართა!

უბრალოდ დაუშვებელია ჩვენი ქვეყანა ბოლომდე არ ვაქციოთ ევროპად!“, – წერს ვიკა ბუკია.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „საოცარი ამბავი! სანამ ჩვენ გვეძინა, პარიზის გულში პირველ ქართულ ქანდაკებას ამონტაჟებდნენ, მალე ოლიმპიადა გაიხსნება და მას 20 მილიონზე მეტი ახალი მნახველი ეყოლება“. 2 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/საოცარი-ამბავი-სანამ-ჩვ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi