ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„ტელეფონით ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გეკა გელაძეს, რომელიც შემთხვევის ადგილზე...

„ტელეფონით ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გეკა გელაძეს, რომელიც შემთხვევის ადგილზე მიემგზავრება – ღრმა მწუხარებით შევიტყვე, რომ ჩვენი თვითმფრინავი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა“-თურქეთის შს მინისტრი

თურქეთის შს მინისტრი ალი ერლიკაია საქართველოში თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება მან X-ზე გამოაქვეყნა.

„ღრმა მწუხარებით შევიტყვე, რომ ჩვენი თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენი ქვეყნისკენ მოფრინავდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა.

ამჟამად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაციები. ტელეფონით ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გეკა გელაძეს. ბატონი მინისტრი ასევე მიემგზავრება შემთხვევის ადგილზე“, – წერს ერლიკაია.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ტელეკომპანია „იმედმა“ კატასტროფის ამსახველი ვიდეოკადრები მოიპოვა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, სავარაუდოდ თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. „

მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია უკვე გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

  „აპლიკაციაში ტაქსისტად დარეგისტრირება ნებისმიერს შეუძლია, ტაქსს პიკის საათებში ფაქტობრივად, ვერ გამოიძახებთ“ - ფედერაცია რეგულაციების გამკაცრებაზე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი