პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.

სამგლოვიარო ცერემონიაზე იმყოფება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინა ივანიშვილთან ერთად. ასევე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.

სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული. 18 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/პატრიარქი-სამების-საკათე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi