„ტელეფონით ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გეკა გელაძეს, რომელიც შემთხვევის ადგილზე მიემგზავრება – ღრმა მწუხარებით შევიტყვე, რომ ჩვენი თვითმფრინავი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა“-თურქეთის შს მინისტრი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

თურქეთის შს მინისტრი ალი ერლიკაია საქართველოში თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება მან X-ზე გამოაქვეყნა.

„ღრმა მწუხარებით შევიტყვე, რომ ჩვენი თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენი ქვეყნისკენ მოფრინავდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა.

ამჟამად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაციები. ტელეფონით ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გეკა გელაძეს. ბატონი მინისტრი ასევე მიემგზავრება შემთხვევის ადგილზე“, – წერს ერლიკაია.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ტელეკომპანია „იმედმა“ კატასტროფის ამსახველი ვიდეოკადრები მოიპოვა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, სავარაუდოდ თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. „

მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია უკვე გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „ტელეფონით ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გეკა გელაძეს, რომელიც შემთხვევის ადგილზე მიემგზავრება – ღრმა მწუხარებით შევიტყვე, რომ ჩვენი თვითმფრინავი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა“-თურქეთის შს მინისტრი. 11 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ტელეფონით-ვესაუბრე-საქა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi