ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიდელფინების ტვინში ალცჰაიმერის ნიშნები აღმოაჩინეს

დელფინების ტვინში ალცჰაიმერის ნიშნები აღმოაჩინეს

შესაძლებელია, რომ დელფინებს გზა ალცჰაიმერთან დაკავშირებული ტვინის დაზიანების გამო აებნეთ? ეს მეცნიერებმა 20 აფალინას (Tursiops truncatus) მაგალითზე შეისწავლეს. ისინი ფლორიდაში მდებარე ინდოეთის მდინარის ლაგუნაში 2010-დან 2019 წლამდე პერიოდში გამოირიყნენ.

მათ ტვინში სპეციალისტებმა გენური ექსპრესიის ისეთ ცვლილებებს მიაგნეს, რომლებიც ადამიანებში ალცჰაიმერის დაავადებას უკავშირდება; დააფიქსირეს მსგავსი მდგომარეობისთვის დამახასიათებელი დაზიანებებიც, მაგალითად, ცილების გროვები. ავტორები იმასაც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება კლიმატის ცვლილებას გამოეწვია, კერძოდ თბილ წყლებში მავნე ბაქტერიებისა და წყალმცენარეების გავრცელებას.

წყალმცენარეთა გამრავლების სეზონზე გამორიყული აფალინების ტვინში ნეიროტოქსინ 2,4-DAB-ის დონე 2900-ჯერ უფრო კონცენტრირებული იყო, ვიდრე სხვებისაში. ეს მიუთითებს, რომ მსგავს ციანობაქტერიებს მავნე გავლენა აქვთ და შეიძლება დელფინების სანავიგაციო უნარის შესუსტებასაც იწვევდნენ.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დელფინების ტვინში ალცჰაიმერის მსგავსი ნიშნები, ჩვეულებრივ, ასაკში ვლინდება; ასევე ვიცით, რომ ციანობაქტერიის მიერ წარმოქმნილი ტოქსინები ნეირონებს აზიანებს. აქედან ასკვნიან, რომ წყალმცენარეების ზედმეტად გავრცელებას ამ ეფექტის გაძლიერება შეუძლია.

“დელფინებში ალცჰაიმერისთვის დამახასიათებელი ნევროპათოლოგიური ცვლილებებისა და წყალმცენარეთა ტოქსინების დაგროვების თანაარსებობა უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, ტვინზე ამ ორი ფაქტორის გავლენა შევისწავლოთ”, — აცხადებენ მკვლევრები.

მავნე ციანობაქტერიები წყლის სხვა ბინადრებსაც უქმნის საფრთხეს. ეს, რა თქმა უნდა, კვებით ჯაჭვზეც უარყოფითად აისახება, რის გამოც პრობლემა ადამიანებამდეც აღწევს. თუ ზემოხსენებული ტოქსინები ჩვენს საჭმელში დიდი რაოდენობით მოხდება, ეს საყურადღებო რისკფაქტორი იქნება.

მართალია, უკანასკნელი კვლევა დელფინებზე იყო ორიენტირებული, მაგრამ ტვინის ასეთი ცვლილებები ჩვენშიც ვლინდება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამგვარი კავშირების გამო საკითხი სიღრმისეულად უნდა შევისწავლოთ. მათი ნაშრომი გამოცემაში Communication Biology გამოქვეყნდა.

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

  საკმეველი შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც ამარცხებს - სტრესს, ნევროზს, პანიკურ შეტევებსა და უძილობას

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი