პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„ბუშტის რეზინში კიბოს გამომწვევი ნივთიერებები გამოვლინდა“ - „მომხმარებელთა უფლებების ცენტრი“ საზოგადოებას აფრთხილებს

„ბუშტის რეზინში კიბოს გამომწვევი ნივთიერებები გამოვლინდა“ – „მომხმარებელთა უფლებების ცენტრი“ საზოგადოებას აფრთხილებს

„ბუშტის რეზინში კიბოს გამომწევევი ნივთიერებები გამოვლინდა” – ინფორმაციას ორგანიზაცია “მომხმარებელთა უფლებების ცენტრი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროდუქტი, რომელიც ონლაინ იყიდებოდა, უკვე ამოღებულია ბაზრიდან.

„საფრთხე ბუშტებში!

ბუშტების რეზინში აღმოჩენილია ნიტროზამინები – ქიმიკატები, რომლებიც კიბოს რისკს ზრდის.

აღნიშნული ნივთიერება საშიშია, რადგან ბავშვი ბუშტს პირში იდებს ან ხელით ხშირად ეხება.

ევროკავშირის უსაფრთხოების სისტემამ (Safety Gate) გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ აღნიშნული პროდუქტი არ შეესაბამება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს.

წარმოება: ჩინეთი;

პროდუქტი იყიდებოდა ონლაინ;

უკვე ამოღებულია ბაზრიდან.

გირჩევთ, შეამოწმოთ ბუშტების ეტიკეტები და თუ პროდუქტი აღნიშნულ კატეგორიაშია, მოერიდოთ მისი გამოყენებას ბავშვებთან.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ევროკავშირის უსაფრთხოების სისტემა: Safety Gate: Alert 10096034″ – ნათქვამია „მომხმარებელთა უფლებების ცენტრის“ ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადი 27 სექტემბრიდან სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად გადანაწილდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი