პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიომთვარის ზედაპირი იჟანგება, ეს კი დედამიწის „ბრალია" - კვლევა

მთვარის ზედაპირი იჟანგება, ეს კი დედამიწის „ბრალია” – კვლევა

2020 წელს მეცნიერებმა მთვარეზე ჰემატიტი აღმოაჩინეს. ეს რკინის ოქსიდის მინერალია, რომელსაც ხშირად ჟანგსაც უწოდებენ. ნივთიერება მთვარის მაღალ განედებშია გავრცელებული, განსაკუთრებით დედამიწის მხარეს. მიგნება უჩვეულო იყო, რადგან მთვარეზე ჟანგბადი ძალიან ცოტაა, ეს აირი კი ჟანგის ფორმირებისთვის აუცილებელია. მკვლევრებმა ამას რამდენიმე შესაძლო ახსნა მოუძებნეს. მაგალითად, ჟანგბადი შეიძლება მთვარის მაგმისგან, ასტეროიდებისგან, კომეტებისგან ან კოსმოსური შეჯახებების დროს გამოყოფილიყო.

ჰემატიტის გავრცელების ყაიდას თუ გავითვალისწინებთ, ერთადერთი დამაჯერებელი ახსნა ის იქნებოდა, რომ ჟანგბადის იონები დედამიწის მაგნიტოსფეროდან წამოსულიყო. ეს თვეში დაახლოებით ხუთი დღით ხდება, როცა დედამიწა მზესა და მთვარეს შორის ექცევა; ასე ჩვენი პლანეტის ატმოსფეროდან აირები მთვარის ზედაპირზე იფანტება. ამ ფენომენს დედამიწის ქარს უწოდებენ. სხვა დროებში მთვარეზე უმეტესად წყალბადის დაბალენერგეტიკული იონები ხვდება მზის ქარიდან.

მეცნიერებმა ახლახან კვლევა ჩაატარეს, რომელიც ამ თეორიას დამაჯერებლობას მატებს. სურდათ გაეგოთ, წარმოქმნიდა თუ არა დედამიწის ქარი ჰემატიტს; ამისათვის ექსპერიმენტები ჩაატარეს, რომლებშიც მთვარის ზედაპირზე არსებული გარემო ლაბორატორიულ პირობებში გაიმეორეს. კერძოდ, მათ მთვარეზე არსებული რკინის მინერალები ჟანგბადისა და წყალბადის იონებით დაასხივეს; ეს იმ ენერგიით გააკეთეს, რომელიც დედამიწის ქარის ნაწილაკებისგან იქნებოდა მოსალოდნელი. დასხივებისას გამოიყენეს წყალბადის იონებიც, რომლებიც მთვარეზე მზის ქარისგან მიდის.

შედეგებმა აჩვენა, რომ ჟანგბადის იონებს (რომელთა ანალოგიურებიც დედამიწის ქარიდან მოდის) შეუძლია დაჟანგოს მთვარის გრუნტში არსებული მეტალური რკინა, რკინის სულფიდი და ილმენიტი, რის შედეგადაც ჰემატიტი წარმოიქმნება.

მკვლევრებს იმის გაგებაც სურდათ, აღადგენდა თუ არა წყალბადის იონები ჰემატიტს მეტალურ რკინად. ამის გასაგებად მათ ჰემატიტი წყალბადის მაღალენერგეტიკული და დაბალენერგეტიკული იონებით დაასხივეს. პირველი ტიპის იონები დედამიწის ქარში გვხვდება, მეორეები კი მზისგან მოდის.

შედეგებმა აჩვენა, რომ წყალბადის მაღალენერგეტიკულ იონებს შეუძლია ჰემატიტი მეტალურ რკინად აღადგინოს, დაბალენერგეტიკული იონები კი ამას თითქმის არ აკეთებს. მკვლევართა თქმით, მთვარის ზედაპირზე ჰემატიტის შენარჩუნება დამოკიდებულია როგორც დედამიწის ქარის ენერგიაზე, ასევე ნაკადში ჟანგბადისა და წყალბადის იონების თანაფარდობაზეც.

  როგორ დავაგროვოთ ფული ემიგრაციაში?

“დედამიწის მაგნიტოსფეროს მიღმა მთვარის ზედაპირზე მუდმივად მიდის პროტონების ნაკადი [იგივე წყალბადის იონები] იმაზე 100-ჯერ ძლიერი ინტენსივობით, ვიდრე დედამიწის ქარიდან. მეორე მხრივ, წყალბადის დაბალენერგეტიკული იონებით ჩატარებული ექსპერიმენტებით ვაჩვენეთ, რომ ესენი ნაკლები ეფექტიანობით აღადგენს, რადგან დაჟანგულ რეგიონებში უფრო ზედაპირულად აღწევს. მეორე მხრივ, მაღალენერგეტიკული პროტონები აქ სრულად აღწევს და აღდგენასაც უფრო საფუძვლიანად ახერხებს”, — წერენ ნაშრომის ავტორები.

კვლევა დედამიწის ქარის თეორიას დამაჯერებლობას მატებს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ლაბორატორიულ პირობებში მთვარის კომპლექსური გარემო შეიძლება ზუსტად ვერ გავიმეოროთ. კვლევის ავტორების აზრით, ამ რეაქციების უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება როგორც მთვარის სამომავლო მისიები, ასევე დედამიწის ქარის იონთა ინტერაქციების სიმულაციები.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.