კვირპროსის სამხრეთ ნაწილში მდებარე რეგიონებში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, ცეცხლის კერები 120 კვადრატულ კილომეტრზე გავრცელდა.
ათობით დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. განადგურებულია კერძო სახელები და მეურნეობები. სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა.
ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში 250-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 70-ზე მეტი ერთეული სპეციალური ტექნიკა და 14 თვითმფრინავია ჩართული.
ხანძარია ალბანეთშიც. ვლორის ოლქში ტყე იწვის. ქვეყანაში იტალიამ და საბერძნეთმა დასახმარებლად 4 თვითმფრინავი და საგანგებო სიტუაციების მართვის ბრიგადები გააგზავნა.
Sheni Network
თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, ბილეჯიქის პროვინციაში კი, ტყის ხანძრები მეოთხე დღეა გრძელდება, ევაკუირებულია რამდენიმე სოფელი, არის მსხვერპლი.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. ტყის მასშტაბურ ხანძრებს რამდენიმე ქვეყანაში მსხვერპლი მოჰყვა [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%a2%e1%83%a7%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%a0-%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%ab%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1/
sheniekimi.ge/ambebi
