დათო კენჭიაშვილის “უცნობი მხარე”👇
– ვინ არის დათო კენჭიაშვილი?
დათო კენჭიაშვილი: საკუთარი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი, რომელიც ცდილობს, საკუთარი სამშობლო მთელ მსოფლიოს სწორი რაკურსით დაანახვოს, კერძოდ, ხელოვნების განხრით. ჩემი ცხოვრების მთავარი მისია ხელოვნების სამსახურია და დარწმუნებული ვარ, რომ მე ის უნდა შევასრულო, შემდეგ კი ესტაფეტა მომავალ თაობებს გადავცე.
– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
– ჩემს ქვეყანაში არსებობა. მინდა, მთელი ცხოვრება საქართველოში გავატარო და სხვაგან წასვლაზე არასდროს ვიფიქრო. მინდა, ჩემი საქმე აქ ვაკეთო. რა შედეგს მოიტანს ჩემი ხელოვნება და რა სიმაღლეებს დავიკავებ, ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, ჩემი ოცნება ნამდვილად ისაა, რომ ბოლომდე ჩემს სამშობლოში გავატარო ცხოვრება ხელოვნების სამსახურში. ამქვეყნად ორი განსაკუთრებული ფასეულობა მაქვს – სამშობლო და ხელოვნება. დანარჩენი ოცნების სფერო არ არის, ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილებია.
– ოდესმე გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ, მაგრამ დროის გარკვეულ მონაკვეთში საჭიროებას წარმოადგენდა?
– რა თქმა უნდა, თუმცა, ესეც ხელოვნებას უკავშირდება. რესტორანში სიმღერა იყო ჩემთვის ყველაზე რთული სამსახური. ხელოვანი ადამიანისთვის ეს რთული საქმეა, რადგან თავისი სპეციფიკა აქვს. ხელოვნების რეალიზებას ახდენ, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც უნდა ხდებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ მატერიალური პრობლემები მქონდა, ვერ გავუძელი, წამოვედი და ისევ საკუთარ თავზე მუშაობას დავუბრუნდი. თუმცა, პატიოსანი შრომა ყოველთვის მისასალმებელი და დასაფასებელია.
– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?
– ძალიან მიყვარს ცხოველები და ბუნება, შესაბამისად, მათთან დაკავშირებულ საკითხებში საკმაოდ ემოციური ვარ. შეიძლება, გულჩვილობაც გამოვავლინო. ძალიან ემოციური ვარ, როდესაც საქმე ხელოვნებას ეხება, ვაღიარებ, რომ ასეთ დროს შეიძლება, არაადეკვატურად ემოციურიც კი ვიყო. ზოგადად, ემოციური ვარ, მაგრამ შეიძლება, ეს სხვისთვის შესამჩნევი არ იყოს, თითქოს, შიგნით ვიტოვებ და გარეთ ნაკლებად გამომაქვს.
– შეგიძლიათ, გაიხსენოთ სიხარულით გამოწვეული და ტკივილიანი ცრემლი…
– 2008 წელს ბაბუა გარდამეცვალა. მის პანაშვიდს ჩემი სიმღერის პრემიერა დაემთხვა. ქალბატონი ლელა თათარაიძის „შენმა სურვილმა დამლია“ – ამ ნამუშევარზე ვსაუბრობ. ძალიან მძიმე იყო იმაზე ფიქრი, რომ ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასმა და საყვარელმა ადამიანმა ვერ მოასწრო ამ სიმღერის მოსმენა, ვერ გაიზიარა ის ბედნიერი მომენტი, როცა ჩემი ხელოვნება სამყაროსთან იწყებდა ინტეგრირებას და ასევე, საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. მაშინ სიხარულისა და უბედურების განცდა ერთდროულად მქონდა, ცრემლიც ორივე მიზეზით მომდიოდა. ძალიან უცნაური განცდები იყო. სიმართლე რომ ვთქვა, მაშინ სხვანაირად დავინახე ცხოვრება. ვფიქრობ, რომ ერთი ნაბიჯით გავიზარდე და შედარებით „დიდი ბიჭი“ გავხდი. განსაკუთრებული მომენტი იყო, რომელიც ალბათ, მუდმივად მემახსოვრება… სრულად
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi