პარასკევი, სექტემბერი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაფორუმის მიზანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ბიუჯეტის განსაზღვრა, პოლიტიკის შემუშავება და ბირთვული...

ფორუმის მიზანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ბიუჯეტის განსაზღვრა, პოლიტიკის შემუშავება და ბირთვული ტექნოლოგიის მშვიდობიან გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაა

სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი, ქ.ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური კონფერენციის 69-ე რეგულარულ სესიაში იღებს მონაწილეობას. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გენერალური კონფერენცია ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა მთავარი ყოველწლიური ფორუმია, რომლის მიზანიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ბიუჯეტის განსაზღვრა, პოლიტიკის შემუშავება და ბირთვული ტექნოლოგიის მშვიდობიან გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური კონფერენციის 69-ე სესიაში 150-ზე მეტი წევრი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კონფერენციის ფარგლებში, ნინო უტიაშვილი შეხვდება პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს, ასევე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ტექნიკური თანამშრომლობის პროექტით უჭერენ მხარს.

შეხვედრებზე განიხილება რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობების, ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების ჩამოყალიბების და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, ტრენინგების, პრაქტიკული სავარჯიშოების შემუშავების საკითხები.

  "ვგმობ ყოველგვარ ძალადობას... ჩუმად ყოფნა ძალადობის წახალისებაა" - რას წერს გიორგი ფხაკაძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი