თურქეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ქართველმა ახალგაზრდებმა გრანპრი მოიპოვეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან კონსტანტინე ბუზალაძესთან და მერის მოადგილესთან თამაზ შიოშვილთან ერთად ფესტივალის – „ხელოვნება საზღვრებს გარეშე“ გამარჯვებულ ახალგაზრდებს შეხვდა.

გორის მერიამ „დასი 13“ მადლობის სიგელით დააჯილდოვა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ წარმატება მიულოცეს და სამსახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

საერთაშორისო კინოსა და თეატრის ფესტივალის “ხელოვნება საზღვრებს გარეშე” ფარგლებში, თურქეთში, ალანიაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე, „დასი 13“ წარმატებით წარსდგა და გრანპრი მოიპოვა.
ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ორგანიზაცია „ჭკვიანი მომავლის“ თანადაფინანსებით იმართება.

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თურქეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ქართველმა ახალგაზრდებმა გრანპრი მოიპოვეს. 29 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თურქეთში-გამართულ-საერთა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi