შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებააღმოსავლეთ საქართველოში, ატმოსფერულ ჰაერში შეინიშნება მყარი ნაწილაკების ზრდა, რაც უდაბნოს მტვრის მასების...

აღმოსავლეთ საქართველოში, ატმოსფერულ ჰაერში შეინიშნება მყარი ნაწილაკების ზრდა, რაც უდაბნოს მტვრის მასების სუსტი გავრცელებით არის განპირობებული-გარემოს ეროვნული სააგენტო

26 ივლისიდან აღმოსავლეთ საქართველოში, ატმოსფერულ ჰაერში შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა. აღნიშნული პროცესი ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების სუსტი გავრცელებით არის განპირობებული, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

„ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ, ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე, „რეკომენდაციების“ ველში“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  რატომ აღინიშნება შობა ორჯერ? რომელია „უფრო სწორი“ თარიღი: 25 დეკემბერი თუ 7 იანვარი?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი