ოქტომბერში თბილისში ბინის ფასი 4%-ით გაიზარდა, ქირა 12%-ით შემცირდა – TBC Capital

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

TBC Capital-ის ინფორმაციით, ოქტომბერში თბილისში გასაყიდი ბინის საშუალო ფასი წლიურად 4%-ით 1347 დოლარამდე გაიზარდა. 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით ქირის საშუალო ფასი კი 12%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 10.1 დოლარი შეადგინა.

TBC Capital-ის მიმოხილვაში წერია, რომ 2025 წლის ოქტომბერში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ჯამში 4129 ბინა გაიყიდა, რაც წლიურ ჭრილში 13%-იან ზრდაა. 2025 წლის 10 თვის განმავლობაში ჯამურად გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მსგავსი ზრდა საინვესტიციო ბანკის შეფასებით, ნაწილობრივ განპირობებულია დიდი სამშენებლო პროექტების ექსპლუატაციაში მიღებით.

მიმდინარე წლის ოქტომბერში, სულ 668 ახალიბინა გაიყიდა, რაც 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 13%-იანი კლებაა, ხოლო ძველიგაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 20%-ით 3461-მდე გაიზარდა. ახალი ბინების წილი ჯამურ გაყიდვებში 16%-ზე შენარჩუნდა. 2025 წლის ოქტომბერში, გაყიდული ბინების უდიდესი ნაწილი მცირე კატეგორიაზე 50-დან 75 კვ.მ-მდე მქონე ფართობზე მოდის.

 

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ოქტომბერში თბილისში ბინის ფასი 4%-ით გაიზარდა, ქირა 12%-ით შემცირდა – TBC Capital. 27 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ოქტომბერში-თბილისში-ბინი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi