ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„ღაზაში მოსახლეობა შიმშილს განიცდის - ღაზაში შიმშილი არის კაცობრიობის მარცხი, ჩვენ არ...

„ღაზაში მოსახლეობა შიმშილს განიცდის – ღაზაში შიმშილი არის კაცობრიობის მარცხი, ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ეს მდგომარეობა დაუსჯელად გაგრძელდეს“-ანტონიუ გუტერეში

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ ღაზაში შიმშილი არის კაცობრიობის მარცხი.

გაერო-ს გენერალური მდივანი გამოეხმაურა გაერო-სთან დაკავშირებული ჯგუფის, „სურსათის უსაფრთხოების ფაზების ინტეგრირებული კლასიფიკაციის“ (IPC) ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია, რომ ქალაქ ღაზაში მოსახლეობა შიმშილს განიცდის. ორგანიზაცია ღაზაში შიმშილის დონეს ყველაზე უმაღლესი, მეხუთე ნიშნულით აფასებს.

„როდესაც გგონია, რომ სიტყვები არ დარჩა ღაზაში მცხოვრებთა ჯოჯოხეთის აღსაწერად, ამას ახალი სიტყვა – „შიმშილი“ ემატება“, – აცხადებს გარო-ს გენერალური მდივანი.

ანტონიუ გუტერეშის თქმით, ისრაელს აქვს საერთაშორისო სამართლის წინაშე ვალდებულებები, მათ შორის ღაზაში სურსათისა და სამედიცინო მასალების მიწოდების უზრუნველყოფა.

„ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ეს მდგომარეობა გაგრძელდეს დაუსჯელად. არანაირი გამართლება აღარ არის. მოქმედების დროა არა ხვალ, არამედ ახლავე. ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა, ყველა მძევლის დაუყოვნებლივი გათავისუფლება და სრული შეუფერხებელი ჰუმანიტარული დაშვება“, – აღნიშნავს გუტერეში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ღაზის სექტორში 500 000-ზე მეტი ადამიანი „შიმშილის, სიდუხჭირისა და სიკვდილის“ წინაშე დგას. მოხსნების თანახმად, შიმშილი ხუთ წლამდე ასაკის 132 ათასი ბავშვის სიცოცხლეს ემუქრება. გაერო-სთან დაკავშიებული ორგანოს შეფასებით, ანკლავში შიმშილი მთლიანად ადამიანის მოქმედების შედეგია.

„დებატებისა და ყოყმანის დრო გავიდა, შიმშილი არსებობს და სწრაფად ვრცელდება“, – აცხადებენ ანგარიშის ავტორები.

ისრაელის ხელისუფლებაში IPC-ის ანგარიშს მიკერძოებული და ყალბი უწოდეს. ისრაელი უარყოფს მოხსენებაში გამოთქმულ დასკვნებს, განსაკუთრებით ქალაქ ღაზაში შიმშილის შესახებ.

ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ანგარიში არის „ყალბი და ეყრდნობა მიკერძოებულ, ცალმხრივ,მონაცემებს და ზედაპირულ ინფორმაციას, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასისგან“ ვრცელდება“. ისრაელის მხარის განცხადებით, ანგარიშში უგულვებელყოფილია ღაზაში განხორციელებული ინტენსიური ჰუმანიტარული ძალისხმევა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  რუსეთმა ავღანეთის „თალიბანის“ მთავრობა აღიარა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი