რა იმალება ანტარქტიდის ყინულის ქვეშ?

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

აღმოსავლეთ ანტარქტიდაში, ყინულის 1.5-კილომეტრიანი ფენის ქვეშ, უძველესი ლანდშაფტი აღმოაჩინეს, რომლის ასაკიც 34 მილიონ წელს აღემატება. მეცნიერებმა სატელიტური მონაცემებისა და ყინულში გამჭოლად მოქმედი რადარის მეშვეობით დაადგინეს, რა იმალება ყინულის ქვეშ.

დამალული ტერიტორია მდებარეობს შორეულ რეგიონში, რომელიც ცნობილია როგორც უილკსის მიწა. კვლევის ხელმძღვანელმა და დარემის უნივერსიტეტის გეოგრაფიის პროფესორმა სტიუარტ ჯეიმისონმა აღნიშნა, რომ ეს ტერიტორია მარსის ზედაპირზე ნაკლებადაა შესწავლილი.

სატელიტური მონაცემების ანალიზის შედეგად, მეცნიერებმა ყინულის ქვეშ მაღალი ქედები და ღრმა ხეობები აღმოაჩინეს. სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, უილკსის მიწაზე ყინული ძალიან ცივია და ნელა მოძრაობს, რის გამოც შიდა ლანდშაფტი ასე კარგად შენარჩუნდა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყინულის ქვეშ დაფარული რელიეფის ზოგი მონაკვეთი სიმძიმის გამო 487.6 მეტრითაა აწეული. „ის, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, ხმელეთის უძველესი ზედაპირია, რომელიც ყინულოვან ფარს არ გაუნადგურებია. როგორც ჩანს, ის მდინარეებმა ჩამოაყალიბეს მანამ, სანამ ყინული გაჩნდებოდა“, – განაცხადა პროფესორმა ჯეიმისონმა.

კვლევა მეცნიერებს საშუალება მისცა დაესკვნათ, რომ უილკსის მიწაზე ადრე მდინარეები და ხშირი ტყეები, ხოლო კლიმატი ზომიერი იყო. როცა სუპერკონტინენტი გონდვანა იშლებოდა, ხმელეთის გადაადგილებამ წარმოშვა ბზარები და რღვევები, რომლებმაც, მთები სავარაუდოდ ჯერ კიდევ მყინვარების გაჩენამდე ცალკეულ ბლოკებად დაყო.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). რა იმალება ანტარქტიდის ყინულის ქვეშ?. 25 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ანტარქტიდის/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T15:06:37+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi