„ფასების გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არის ტყუილი – 4.60 ლარად 10 კვერცხს გაყიდინებთ და საქონლის და ღორის რბილ ხორცს 0.5 კილოს გაყიდინებთ 10 ლარში“ – ირაკლი კობახიძე

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

ჩვენი ამოცანაა, რომ ფასები შემცირდეს, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი, კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მომავალ კვირაში გვექნება მთავრობაში და ამის შემდეგ საბოლოო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

პრემიერის თქმით, ფასების გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არის ტყუილი, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები, თუმცა მთავრობა ამით არ კმაყოფილდება.

„ფასების გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არის ტყუილი, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები, მაგრამ ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით, ჩვენი ამოცანაა, რომ ფასები შემცირდეს, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი. კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მთავრობაში გვექნება მომავალ კვირაში და ამის შემდეგ საბოლოო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.

4.60 ლარად 10 კვერცხს გაყიდინებთ და საქონლის და ღორის რბილ ხორცს 0.5 კილოს გაყიდინებთ 10 ლარში – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, ყოფილა თუ არა ბოლო დროს თვითონ, ან თავისი ოჯახის წევრი ბაზარში, იმ ფონზე, როცა “ფასების კომისიის” მუშაობის პარალელურად პროდუქცია ძვირდება.

” გაძვირება არის ტყუილი, პირიქით შენელებულია ინფლაციური პროცესები, მაგრამ ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით. ჩვენი ამოცანაა, ფასები შემცირდეს რამდენადაც ეს შესაძლებელია.

მე ვაკვირდები ხოლმე ვებგვერდზე დევს ფასები, რაც ერთი თვის წინ იყო იგივე ფასებია შენარჩუნებული განსაკუთრებით ძირითად პროდუქტებზე. კომპიუტერში ასახულია რეალური ფასები, რაც გვხვდება მაღაზიაში.

4.60 ლარად 10 კვერცხს გაყიდინებთ და საქონლის და ღორის რბილ ხორცს 0.5 კილოს გაყიდინებთ 10 ლარში”, – განაცხადა პრემიერმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „ფასების გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არის ტყუილი – 4.60 ლარად 10 კვერცხს გაყიდინებთ და საქონლის და ღორის რბილ ხორცს 0.5 კილოს გაყიდინებთ 10 ლარში“ – ირაკლი კობახიძე. 28 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ფასების-გაძვირებასთან-დ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi