„არსებობს შესაბამისი ხელშეკრულებები და სიები – მოხდა შეთანხმება ფართებთან, ქირის ოდენობასთან, ვადებთან დაკავშირებით, მათ გადაეხადათ თანხა მთლიანი ოდენობით, თავიანთი ნებით დატოვეს ტერიტორია“-„ბლექსი ფროფერთისის“ წარმომადგენელი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ჩვენი კომპანია 2 წლის განმავლობაში მოსახლეობასთან საკმაოდ ხშირად აწარმოებდა მოლაპარაკებას დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ბლექსი ფროფერთისის“ წარმომადგენელმა გიორგი ჩაფიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით დაკმაყოფილებულია ათობით ოჯახი, რომლის შესაბამისი დოკუმენტი და კონტრაქტი არსებობს ხელმოწერილი.

„არსებობს შესაბამისი ხელშეკრულებები და სიები. რომ დავკონკრეტდეთ, ადამიანებთან მოხდა შეთანხმება ფართებთან, ქირასთან, ვადებთან და ქირის ოდენობასთან დაკავშირებით. ადამიანებს გადაეხადათ თანხა მთლიანი ოდენობით, რაზეც ვიყავით შეთანხმებულები, გამოთქვეს თანხმობა და დატოვეს ტერიტორია თავიანთი ნებით. დღეს გამოქვეყნდება ინფორმაცია და ახლავე გიდასტურებთ, რომ არც 300, არც 400, არც 500 და არც 600 ლარი არ არის, არის მეტი“, – განაცხადა გიორგი ჩაფიძემ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „არსებობს შესაბამისი ხელშეკრულებები და სიები – მოხდა შეთანხმება ფართებთან, ქირის ოდენობასთან, ვადებთან დაკავშირებით, მათ გადაეხადათ თანხა მთლიანი ოდენობით, თავიანთი ნებით დატოვეს ტერიტორია“-„ბლექსი ფროფერთისის“ წარმომადგენელი. 25 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/არსებობს-შესაბამისი-ხელ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi