კვირა, აპრილი 19, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ეს მართლაც ისტორიული ნაბიჯია საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით“ - საქართველოში წითელი ნუსხის...

„ეს მართლაც ისტორიული ნაბიჯია საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით“ – საქართველოში წითელი ნუსხის სახეობის კეთილშობილი ირმის აღდგენის ისტორიული პროგრამა იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, „სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის“ ფარგლებში, ალგეთის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის (Cervuselaphusmaral) საშენი მეურნეობა გაიხსნა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაესწრნენ.

„ეს მართლაც ისტორიული ნაბიჯია საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით. კეთილშობილი ირმის აღდგენის პროგრამის გრძელვადიანი მიზანია ქვეყნის მასშტაბით სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი პოპულაციების შექმნა, ჩვენი ვალდებულებაა, მომავალ თაობებს შევუნახოთ ის ბუნებრივი სიმდიდრე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა საქართველოს უნიკალურ ეკოსისტემას“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

საშენი მეურნეობა, რომელიც კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდია, 60 ჰექტარ ფართობზეა გადაჭიმული. ტერიტორია სრულად შემოღობილია და აღჭურვილია თანამედროვე მონიტორინგის სისტემებით, მათ შორის ფოტოხაფანგებითა და სატელიტური საყელურებით.

„საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად ხდება წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური ირმის აღდგენა. ეს არის სახეობების აღდგენის პროგრამის ნაწილი, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში ინტენსიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსის, რევაზ ბეჟაშვილის განცხადებით, მეურნეობაში შექმნილია ხელსაყრელი პირობები ირმების გამრავლებისა და გარემოსთან ადაპტაციისთვის.
„სპეციალურად მოწყობილ გარემოში შეგვიძლია დეტალურად შევისწავლოთ ირმების ქცევა, სოციალური დინამიკა და ადაპტაციის ეტაპები. ეს ინფორმაცია მოგვცემს შესაძლებლობას, ვაწარმოოთ სახეობის ბუნებაში დაბრუნების პროცესი“, – განაცხადა რევაზ ბეჟაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, ალგეთის ეროვნული პარკის დაცული ტყის მონაკვეთში კეთილშობილი ირმის 7 ინდივიდი – 5 ფური და 2 ხარირემი გაუშვეს, რომლებიც თბილისის ზოოპარკში არიან გამრავლებულები. პროგრამის პირველ ეტაპზე მათი რიცხვი 15-მდე გაიზრდება. სტაბილური და მზარდი პოპულაციის ჩამოყალიბების შემდეგ, კეთილშობილი ირმის ინდივიდების ველურ ბუნებაში გაშვება თანდათანობით მოხდება.

ალგეთის ეროვნული პარკი ამ პროგრამისთვის მიზანმიმართულად შეირჩა – ტერიტორია მდებარეობს კავკასიონის შუაგულში, სადაც ბუნებრივი ჰაბიტატები, ეკოლოგიური დერეფნები და მაღალი დაცულობის ხარისხი ქმნის ოპტიმალურ პირობებს როგორც პოპულაციის აღსადგენად, ისე მის დასაცავად.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.