„დაგვიანების ფაქტი ნამდვილად გვქონდა. ერთმა აბიტურიენტმა დააგვიანა პირველ სესიაზე და ასევე ერთმა დაიგვიანა მეორეზე“-ნინო წერეთელი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

დაგვიანების ფაქტი ნამდვილად გვქონდა. ერთმა აბიტურიენტმა დააგვიანა პირველ სესიაზე და ასევე ერთმა დაიგვიანა მეორეზე, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა „დღის ქრონიკაში“.

„საქართველოს მასშტაბით ეროვნული გამოცდების პირველ სესიაზე დარეგისტრირებულებიდან 93%-ზე მეტი გამოცხადდა. მეორე სესიაზე – 94%-ზე მეტი. დაგვიანების ფაქტი ნამდვილად გვქონდა. ერთმა აბიტურიენტმა დააგვიანა პირველ სესიაზე და ასევე ერთმა დაიგვიანა მეორეზე. მიუხედავად ჩვენი დიდი გაფრთხილებისა. პირველ სესიაზე რეგისტრაცია იწყება 08:00 საათზე, ხოლო მეორეზე 14:00 საათზე. ჩემი თხოვნაა, რომ არ დაიგვიანონ და ზუსტად ამ დროს გამოცხადდნენ, რადგან დაგვიანებული, როგორც ახლა და წინა წლებშიც ასე იყო, არ დაიშვება გამოცდაზე“, – აღნიშნა წერეთელმა.

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაივლიან.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „დაგვიანების ფაქტი ნამდვილად გვქონდა. ერთმა აბიტურიენტმა დააგვიანა პირველ სესიაზე და ასევე ერთმა დაიგვიანა მეორეზე“-ნინო წერეთელი. 4 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დაგვიანების-ფაქტი-ნამდვ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi