რატომ დაუპირისპირდა ფაშინიანი ეკლესიას – რა ხდება სომხეთში?

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სომხეთის ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ურთიერთობა კვლავ დაიძაბა. უკვე რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ გამოქვეყნებულ პოსტებს, რომლებშიც ის ღიად აკრიტიკებს ეკლესიას და სასულიერო პირებს — ზოგიერთ შემთხვევაში უხამსი სიტყვებითაც კი.

ფაშინიანის პირველი პოსტი Facebook-ზე იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ბევრმა იფიქრა, მისი გვერდი დაჰაკეს. თუმცა, ამას მალევე მოჰყვა სხვა, მსგავსი შინაარსის პოსტებიც, რამაც საზოგადოებას დაარწმუნა, რომ ისინი ნამდვილად თავად პრემიერმინისტრის მიერ იყო დაწერილი.

სოციალურ ქსელებში პოსტებმა მყისიერი და ფართო გამოხმაურება გამოიწვია. ნაწილი ფაშინიანს მხარს უჭერს, თუმცა უმრავლესობა მიუღებლად მიიჩნევს მსგავსი სიტყვების გამოყენებას სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან. ზოგმა გაიხსენა პრემიერის მეუღლის, ანა აკოპიანის წამოწყებული კამპანია — “განათლების მიღება მოდაშია“ — და ირონიულად დაამატა: “აი შენც – ‘მოდური განათლება’!“ კითხვის გაგრძელება…

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). რატომ დაუპირისპირდა ფაშინიანი ეკლესიას – რა ხდება სომხეთში?. 2 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რატომ-დაუპირისპირდა-ფაში/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi