ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025 იწყება.
როგორც ყოველთვის, კონკურსის პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაშია. ამ წუთებში (08:00) პირველი ნაკადის რეგისტრაცია მიმდინარეობს. უშუალოდ საგამოცდო პროცესი კი 9 საათზე დაიწყება.
წელს უმაღლესში სწავლის სურვილი საერთო ჯამში 80 000-მდე პირმა გამოთქვა. ქვეყნის მასშტაბით მდებარე 12 ქალაქში 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. აქედან მხოლოდ თბილისში ცხრა ცენტრი მოქმედებს.
საგამოცდო დღეებში, მათ შორის დღესაც, დილის 06:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს.
ცნობისთვის, 2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სულ მალე დაიწყებს შესაბამისი ინვენტარით საგამოცდო ცენტრების აღჭურვას. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის გამოცდებისათვის 80 ათასამდე პირია დარეგისტრირებული.
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 20 ივნისიდან დაიწყო.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.








Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.