პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაირანის პრეზიდენტმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის შეჩერების განკარგულებას ხელი მოაწერა.

ირანის პრეზიდენტმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის შეჩერების განკარგულებას ხელი მოაწერა.

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის შეჩერების განკარგულებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დოკუმენტით საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლებს ირანში ჩასვლა ეკრძალებათ. თანამშრომლობის აღსადგენად, თეირანი ირანის ბირთვული ობიექტებისა და ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე მეცნიერების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვს.

ასევე ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, აბას არაღჩი აცხადებს, რომ ირანი განაგრძობს მშვიდობიან ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას და გაამდიდრებს იმ რაოდენობის ურანს, რამდენიც ირანის ატომური ელექტროსადგურების ფუნქციონირებისთვის იქნება საჭირო.

  13 მითი დედამიწაზე, რომელთაც ჯერ კიდევ სკოლიდან ვუჯერებთ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი