ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გაუსაძლისი სიცხის გამო ტყის ხანძრები გაჩნდა, რის გამოც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ხანძარი ლიედას პროვინციის ერთ-ერთი სოფელში გაჩნდა. ცოტა ხანში ხანძრის კერა მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.
ხანძრის ფართობმა 6500 ჰექტარი შეადგინა. მეხანძრე-მაშველებმა მისი ლოკალიზაცია მოახერხეს. მოგვიანებით, კატალონიის მთავრობის თავმჯდომარემ, სალვადორ ილიამ განაცხადა, რომ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა.
Sheni Network
Associated Press-ის ინფორმაციით, დასავლეთ ევროპაში, კერძოდ ესპანეთში, საფრანგეთსა და პორტუგალიაში, რამდენიმე დღეა ჰაერის მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. მაღალი ტემპერატურის გამო ტყის ხანძრები გაჩნდა. დაიღუპა ორი ადამიანი [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d/
sheniekimi.ge/ambebi
